ახალი ამბები

გია ვოლსკი: ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა, რომ არა სააკაშვილის უმძიმესი შეცდომები

4 აგვისტო, 2013 • • 1146
გია ვოლსკი: ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა, რომ არა  სააკაშვილის უმძიმესი შეცდომები

“სამშვიდობო პროცესი, რომელიც მიმდინარეობდა დასავლეთის მხარდაჭერით, რუსეთის, ნებით თუ უნებლიეთ, კონსტრუქციული მონაწილეობით, მთელ მსოფლიოსთან დაპირისპირება მას არ ძალუძდა და მას მხოლოდ ერთი შესაძლებლობა ჰქონდა– სამშვიდობო პროცესი დაენგრია და განეხორციელებინა ის, რაც ეროვნული უსაფრთხოების კონცეფციაში უწერია. სამშვიდობო პროცესი დაანგრია სააკაშვილმა. მედვედევმა თქვა ასე, პუტინმა თქვა ისე და აღარ მინდა დავასახელო გვარები, ვისაც არ მიუღია ამ განცხადებაში მონაწილეობა. ამას არავითარი მნიშვნელობა არ აქვს. მნიშვნელობა აქვს რეალობას, ეს ტერიტორიები ოკუპირებული არ იქნებოდა, რომ არ ყოფილიყო დრამატული, უმძიმესი შეცდომები, რომლიც სააკაშვილმა დაუშვა”– განაცხადა ვოლსკიმ. 

 

დღეს, 4 აგვისტოს, “Russia Today”-მ გამოექვეყნა ვრცელი ინტერვიუ რუსეთის ფედერაციის პრემიერ–მინისტრ დმიტრი მედვედევთან, სადაც საქართველოს პრემიერ–მინისტრიც ახსენა, მდვედევის შეფასებით, პრემიერმინისტრმა მამაცი ნაბიჯი გადადგა, როცა თქვა, რომ კონფლიქტის პროვოცირება საქართველოს პრეიდენტმა, მიხეილ სააკაშვილმა მოახდინა:

 

“პრემიერ–მინისტმა ივანიშვილმაც სწორად თქვა, რომ  ეს თქვენ (სააკაშვილმა) ყველაფრის პროვოცირება მოახდინეთ და კონფლიქტი გააღვივეთ. ალბათ რთული იყო ამის თქმა, მაგრამ მამაცი ნაბიჯია”– განაცხადა მედვედევმა ინტერვიუს დროს. 

 

გარდა ამისა, მედვედევმა კიდევ ერთხელ დააფიქსირა კრემლის პოზიცია, რომ 2008 წელს რუსეთი კონფლიქტში, მხოლოდ მშვიდობიანი მოქალაქეების დაცვის მიზნით ჩაერია და მათ არ განუხორციელებიათ სამხედრო აგრესია საქართველოს წინააღმდეგ. 

 

“შეგახსენებთ, ჩვენ როგორ ვაფასებთ სიტუაციას. ეს არ იყო ომი საქართველოსა და რუსეთს შორის. ეს ქართულ–ოსური კონფლიქტია, რომელშიც ჩვენ იძულებული გავხდით ჩავრეულიყავით, რათა შეგვეჩერებინა საქართველო, რომ გვეხსნა ის ხალხი განადგურებისგან, ვისაც საკუთარ მოქალაქეებად მოიაზრებს და რომლებიც, ამავდროულად, მეტწილად რუსეთის მოქალაქეები არიან”.– აღნიშნა მედვედევმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი