ახალი ამბები

ხულოს მაჟორიტარმა “ნაციონალების” ფრაქცია დატოვა

11 ივლისი, 2013 • • 1286
ხულოს მაჟორიტარმა “ნაციონალების” ფრაქცია დატოვა

საპარლამენტო უმცირესობის წევრი აკაკი მინაშვილი ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება სურს, რის გამოც ოპოზიციაზე ზეწოლა მიმდინარეობს:

 

“ძალიან კარგად ჩანს 1 ოქტომბრის შემდეგ რა პროცესებს აქვს ადგილი. “ქართული ოცნების” ერთ-ერთი მიმართულება არის ზეწოლა პოლიტიკურ ოპონენტებზე. იყო ადგილობრივ თვითმმართველობებზე ინტენსიური ზეწოლა, შემდეგ პარლამენტარებზე ზეწოლა, მათი მიზანი არის მიიღონ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ნებისმიერ ხერხს იყენებენ ამისთვის. ეს პირდაპირ ეწინააღმდეგება დემოკრატიის პრინციპებს, შემჩნეულია საერთაშორისო საზოგადოების მიერ და ძალიან სამწუხაროა, რომ საერთაშორისო საზოგადოებიდან ჩვენ გვაქვს უარყოფითი და ნეგატიური შეფასებები.”

 

პარლამენტის ვიცე-სპიკერი მანანა კობახიძე ამტკიცებს, რომ “ნაციონალურ მოძრაობაზე” ზეწოლას არა “ქართული ოცნება”, არამედ ქართველი ხალხი ახორციელებს:

 

“ზეწოლას ახდენს ქართველი ხალხი. საზოგადოება ახდენს ზეწოლას “ნაციონალურ მოძრაობაზე”, მინდა გითხრათ, და არა უმრავლესობა. ზეწოლაში ვგულისხმობ იმას, რომ ალბათ ეს ადამიანი მიხვდა იმას, რომ ამ ძალასთან ურთიერთობა და ამ გუნდში ყოფნა არ არის მართებული იმ ფონზე, რაც ხდებოდა 9 წლის მანძილზე, რაც გამომჟღავნდა და რაც უკვე ფაქტია და მე არ გამოვრიცხავ, რომ კიდევ ძალიან ბევრმა ადამიანმა დატოვოს ეს გუნდი, სწორედ იქიდან გამომდინარე, რომ ასოცირდება გარკვეული სისტემური ძალადობის მფარველ გუნდთან”.

მასალების გადაბეჭდვის წესი