ახალი ამბები

საყოველთაო დაზღვევით ოპერაციის გაკეთება ამ დროისთვის 2000-მდე მოქალაქეს უნდა

6 ივლისი, 2013 • 1121
საყოველთაო დაზღვევით ოპერაციის გაკეთება ამ დროისთვის 2000-მდე მოქალაქეს უნდა

ოფიციალურ სტატისტიკას ჯანდაცვის სამინისტრო დღეს, 6 ივლისს აქვეყნებს. 

 

დღესვე ჯანდაცვის სამინისტროს სოციალური მომსახურების სააგენტოს დირექტორი ნოე ქინქლაძე და საყოველთაო ჯანდაცვის მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი რუსუდან გოგოლაშვილი თბილისის კლინიკების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდნენ.

 

შეხვედრაზე სამედიცინო დაწესებულებების ხელმძღვანელებისაგან მოისმინეს ინფორმაცია, თუ როგორ მიმდინარეობს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის მეორე ეტაპი.

 

საყოველთაო დაზღვევის მეორე ეტაპი 1 ივლისს დაიწყო. 

მასალების გადაბეჭდვის წესი