ახალი ამბები

თბილისის მერიაში 22 თანამშრომლის დაკავებას ადასტურებენ

27 ივნისი, 2013 • • 1042
თბილისის მერიაში 22 თანამშრომლის დაკავებას ადასტურებენ

როგორც “ნეტგაზეთს” მერიის პრესსამსახურში განუცხადეს, დაკავებული არიან თბილისის მერის მოადგილეები დავით ნინიძე და დავით ალავიძე, ასევე, 20 თანამშრომელი, რომელთა დროებითი დაკავება ფინანსურმა პოლიციამ დღეს განახორციელა.

 

თბილისის მერიის პრესამსახურში აცხადებენ, რომ ამ დროისათვის არ მომხდარა საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილის მამუკა ახვლედიანის დაკავება, რადგან ის ტელეკომპანია “მაესტროს” პირდაპირ ეთერში იმყოფება. 

 

რა ვითარებაში მოხდა 22 თანამშრომლის დაკავება, მერიაში ინფორმაციას არ ფლობენ.

 

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში კი “ნეტგაზეთის” სატელეფონო ზარებს არ პასუხობენ.

 

თბილისის მერიის ინფორმაციით, დღეს დაკავებულები არიან:

1. დავით ნინიძე – თბილისის მერის მოადგილე

2. ნოდარ სანდუხაძე – გლდანის რაიონის გამგებელი

3. ლექსო თაბუაშვილი – თბილისის მერიის შესყიდვების საქალაქო სამსახურის უფროსი

4. დავით ავალიანი – თბილისის განვითარების ფონდის ხელმძღვანელი

5. ვახტანგ ცაგარეიშვილი – თბილისის საკრებულოს წევრი

6. ბესო კვიციანი – ისნის რაიონის გამგებლის მოადგილე

7. გიორგი ნიკოლაძე -კეთილმოწყობის საქალაქო სამსახურის უფროსის მოადგილე

8. ლევან ნებიერიძე – ისნის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი

9. ზურა კიკვაძე – ისნის რაიონის განყოფილების უფროსი

10. ავთო სულაბერიძე – ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსი

11. ნიკო  აბრამიშვილი – ლილოს მუნიციპალიტეტის უფროსის მოადგილე

12. ბექა მეშვილდიშვილი -სამგორის რაიონის გამგეობის მთავარი სპეციალისტი

13. ვახტანგ გაგუა – საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი

14. მიხეილ ქვირია – საბურთალოს რაიონის გამგეობის მთავარი სპეცილისტი

15. ნიკოლოზ ღვინიანიძე – ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარის მოადგილე

16. მამუკა ბერაძე – გლდანის მუნიციპალიტეტის მთავარი სპეციალისტი

17. ალექსანდრე ჩაფიჩაძე – ავჭალის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე

18. გიორგი დარჩია – ნაძალადევის რაიონში ინფრასტრუქტურის განყოფილების უფროსი

19. დიმიტრი ჩხეიძე – მთაწმინდის რაიონის გამგებლის მოადგილე

20. ზაზა გუდიაშვილი – ჩუღურეთის რაიონის გამგეობის თანამშრომელი

21. მამუკა თევზაძე

22. დავით ალავიძე – თბილისის მერის მოადგილე

 

აღნიშნული პირები და მათთან ერთად მამუკა ახვლედიანი დღეს დილით დააკავეს, თუმცა მოგვიანებით გაათავისუფლეს, რაც ფინანსთა სამინისტრომ იმით ახსნა, რომ ისინი მოწმის სტატუსით დაიკითხნენ. მოგვიანებით კი საგამოძიებო სამსახურმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქმე, რომელსაც იძიებენ, ეხება ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარის გაფლანგვას. საილუსტრაციოდ გაავრცელეს ვიდეომასალა, რომელშიც ასახულია, თუ როგორ გამოაქვთ კონკრეტულ პირებს ბანკომატიდან ასიათასობით ლარი.

მასალების გადაბეჭდვის წესი