ხელოვნება

ევროს კრიზისის გამო ბონ ჯოვი მადრიდში უფასოდ იმღერებს

30 მაისი, 2013 • 1827
ევროს კრიზისის გამო ბონ ჯოვი მადრიდში უფასოდ იმღერებს

ჯონ ბონ ჯოვი
ჯონ ბონ ჯოვი

BBC–ის ცნობით, 51 წლის მომღერალმა ეს გადაწყვეტილება იმ საფრთხის გათვალისწინებით მიიღო, რომ ესპანეთში მისი შემოქმედების თაყვანისმცემლების დიდი ნაწილი ვერ შეძლებდა ბილეთის ღირებულების სრულად დაფარვას.

 

თუკი ბონ ჯოვის კონცერტის ბილეთის ფასი მანჩესტერში, რომელიც მომავალ კვირაში უნდა გაიმართოს, საშუალოდ 76 ევრო ღირს, ესპანელებისთვის მადრიდში 27 ივნისს დაგეგმილი კონცერტის ბილეთის ფასი 18 ევრო იქნება.

 

მომღერლის თქმით, თავდაპირველად მისი ევროპული ტურნეს ფარგლებში ესპანეთის ჩართვას არ აპირებდნენ სწორედ ეკონომიკური კრიზისიდან გამომდინარე, თუმცა მოგვიანებით კონცერტი მადრიდში მაინც დაიგეგმა.

მასალების გადაბეჭდვის წესი