2013.08.02

„საშინაო სკოლის“ პროექტის პედაგოგებმა საკვალიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარეს

რეკლამა,

კომპანია „სილქნეტი“ მოხარულია, რომ პროექტ „საშინაო სკოლის“ ყველა პედაგოგმა  სასერტიფიკაციო გამოცდები წარმატებით ჩააბარა და საუკეთესო შედეგები აჩვენა.

კომპანია „სილქნეტი“ SILK TV-ის მომხმარებელს უნიკალურ პროექტს  „საშინაო სკოლას“ წელიწადზე მეტია თავაზობს. სატელევიზიო სერვისში ინტეგრირებული პროექტი 1–დან 12 კლასის ჩათვლით სასკოლო პროგრამის სალექციო სახის ვიდეო–გაკვეთილებს მოიცავს. 

 

პროგრამის მომზადებაში ჩართული იყო 50–მდე კვალიფიცირებული პედაგოგი. თითოეული მათგანი ეროვნულ–საგანმანათლებლო სტანდარტებით მუშაობს. მათ შორის არიან დოცენტი და ისტორიის მეცნიერებათა კანდიდატი ზაზა აბაშიძე, ქართულ ენასა და ლიტერატურის ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი გია მურღულია. მათემატიკის კურსი მიჰყავთ სასკოლო სახელმძღვანელოს შემქმნელებს  ია მებონიას და ლამარა ქურჩიშვილს, ხოლო სხვადასხვა საგნებში – სერტიფიცირებულ მასწავლებლებს.

 

„საშინაო სკოლა“ სრულიად უფასო სერვისია და ახალი ფორმატით და მეთოდით, ქართული ენისა და ლიტერატურის, ასევე, მათემატიკის, გეოგრაფიის, ისტორიის, ბიოლოგიის, ფიზიკა– ქიმიის სრული სასკოლო კურსის ათვისებაში ეხმარება მოსწავლეებს. SilkTV-ის მომხმარებელი სახლიდან გაუსვლელად, სრულიად უფასოდ ირჩევს საგანს, კლასს და გაკვეთილს და მისი ნახვა, დაპაუზება და გადახვევა ნებისმიერ დროს შეუძლია.

 

ახალი სასწავლო წლის დაწყებამდე „საშინაო სკოლას“, 1–დან მე–6 კლასის ჩათვლით, ინგლისური ენის ვიდეო–გაკვეთილები დაემატება. ამჟამად ენის გაკვეთილების ჩაწერა მაღალი კლასებისთვის მიმდინარეობს.

 

კომპანია „სილქნეტი“ ულოცავს „საშინაო სკოლის“ ყველა პედაგოგს  სასერტიფიკაციო გამოცდების წარმატებით ჩაბარებას!

 

შეგახსენებთ, გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 2013 წელს სასერტიფიკაციო გამოცდებისათვის რეგისტრაცია 25 000-ზე მეტმა აპლიკანტმა გაიარა და პედაგოგთა დიდმა ნაწილმა ზღვარი ვერ გადალახა. 

Teacher pointing to raised hands in classroom

Teacher pointing to raised hands in classroom