ახალი ამბები

ბათუმის და ლაზეთის ეპარქია შეშფოთებულია რელიგიურ ნიადაგზე გახშირებული დაპირისპირებით

16 აპრილი, 2013 • 1007
ბათუმის და ლაზეთის ეპარქია შეშფოთებულია რელიგიურ ნიადაგზე გახშირებული დაპირისპირებით

“მწუხარებას გამოვთქვამთ 14 აპრილს ციხისძირსა და ქობულეთში მომხდარი ინციდენტის გამო, სადაც ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა რამდენიმე სამხედრო პირმა რელიგიურ ნიადაგზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ადგილობრივ მოსახლეობას, არიან დაშავებულები.

სამწუხაროა, რომ ადამიანები, რომლებიც ჩვენს უსაფრთხოებას უნდა იცავდნენ, თავად ხდებიან მსგავსი ინციდენტის მიზეზი.

შეშფოთებას გამოვთქვამთ ბოლო პერიოდში რელიგიურ ნიადაგზე გახშირებული დაპირისპირების გამო, რაც ჩვენი აზრით ინსპირირებულია ქვეყნის მიმართ არაკეთილმოსურნეთა მიერ. 

იმედს გამოვთქვამთ, რომ მსგავსი ექსცესები აღარ განმეორდება, რადგან რელიგიურ დაპირისპირება გამოიწვევს ქვეყანაში უმართავ პროცესებს და ჩვენი ქვეყნის მომავალს საფრთხეს შეუქმნის.”

მასალების გადაბეჭდვის წესი