ახალი ამბები

კბილაშვილის თქმით, პატიმართა წამებისთვის ციხის ყოფილი უფროსები დააკავეს

16 აპრილი, 2013 • 1394
კბილაშვილის თქმით, პატიმართა წამებისთვის ციხის ყოფილი უფროსები დააკავეს

როგორც კბილაშვილმა მთავარ პროკურატურაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა დაკავებული არიან ქსნის #15 დაწესებულების ყოფილი დირექტორი თოლორდავა და აღნიშნული უწყების კიდევ რამდენიმე ყოფილი მაღალჩინოსანი. გარდა ამისა დააკავეს რუსთავის #6 სასჯელაღსრულებსი დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ცხვედიანი და მისი მოადგილე. ხოლო გუშინ დააკავეს ქუთაისის #2 სასჯელაღსრულების დაწესებულების ყოფილი ხელმძღვანელი ჯიჯოლაია.


კბილაშვილის განცხადებით, სამივე მათგანს ბრალად პატიმრებისადმი არაადამიანური მოპყრობა და წამება ედება ბრალად. ამასთან, მთავარი პროკურორის განცხადებით, სამივე მათგანის დაკავებისათვის შესაბამისი განჩინების გამოტანის მოთხოვნით პროკურატურამ ცოტა ხნის წინ სასამართლოს მიმართა და სასამართლომ ეს შუამდგომლობა დააკმაყოფილა.


კბილაშვილისთვის უცნობია, აღიარებენ თუ არა ისინი ბრალს. სამივე მათგანი ზემოთხსენებულ თანამდებობებზე 2012 წლის 1 ოქტომბრამდე მუშაობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი