ახალი ამბები

დავით ზურაბიშვილი: კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე

9 თებერვალი, 2013 • • 1177
დავით ზურაბიშვილი: კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე

“ვის და მე ნამდვილად არ მჭირდება იმის მტკიცება, თუ რა ცუდი ხელისუფლება იყო ნაცმოძრაობა და რა ცუდი საქმეები აკეთეს.”

 

 

დავით ზურაბიშვილი
დავით ზურაბიშვილი

დავით ზურაბიშვილის შეფასებით, მას  ბოლო რვა წელიწადი ყოფილ ხელისუფლებასთან ბრძოლის მეტი არაფერი უკეთებია: “მაგრამ კატეგორიულად მიუღებელია ეს გაუთავებელი აპელირება ნაცების პროვოკაციაზე. იგივე ნაცმოძრაობა სხვას კი არაფერს ამბობდა, როდესაც აგვისტოს ომის გამო საკუთარ პასუხისმგებლობას არ ცნობდა . “აბა ის კაი იყო თქვენ რომ გვცემდით” ტიპის არგუმენტზე ხომ აღარაფერს ვამბობ.”

 

 

მისი თქმით ხელისუფლებამ ძალადობა არ უნდა დაუშვას: “ნორმალური ხელისუფლება იმით განსხვავდება დიქტატურისგან, რომ თუნდაც პროვოცირებული ძალადობა არ დაუშვას და შეფასებების დროს “ძალადობა ცუდია მაგრამ” ტიპის ფრაზეოლოგია არ გამოიყენოს. თუ გვინდა წარსულის მემკვიდრეობას გავემიჯნოთ, ასე უნდა მოვიქცეთ, თუ არადა წავალ კიდევ ერთ წრეზე და აღარ მინდა! მთელი ცხივრება გავიდა ამ წრებრუნვაში!”

მასალების გადაბეჭდვის წესი