ახალი ამბები

პრეზიდენტი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების შესახებ

17 იანვარი, 2013 • 1048
პრეზიდენტი პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეომასალების შესახებ

“8 წელი ვიყავით მთავრობაში, ერთი შემთხვევა გახსოვთ, ასეთი კადრები სადმე მოხდა? მითხარით ერთი შემთხვევა ამის და მაშინ მივიღებ ბრალდებას. როცა სპეცსამსახურები ასეთ პროდუქციას ქმნიან, ის ყოველთვის სადღაც ხვდება. მე ვიყავი ის, ვინც კონკრეტულად, ძალიან მკაცრად აკონტროლებდა, რომ ასეთი რამე სახელმწიფო ორგანოებს არ გაეკთებინა. ეს არის ჩემთვის ძალიან პრინციპული საკითხი.

 

ეს არის მთავრობა, რომელმაც უკვე დაუშვა სამი შემთხვევა, სამ თვეში, უხეშზე უხეში გადაცდომით ადამიანის პირად ცხოვრებაში უხეშად ჩარევის. რას ამბობენ ისინი, მნიშვნელობა არ აქვს. ფაქტი არის კონკრეტული. ვერ მივიღებ ამ პრეტენზიებს. სხვა საკითხია, რომ კანონი უნდა ყოფილიყო, მართლა ვერ გავითვალისწინე, რომ ეს მოხდებოდა,”- განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

 

შეგახსნებთ, რომ პრეზიდენტმა ჟურნალისტებთან დღევანდელი შეხვედრის დროს იმ საკანონმდებლო ინიციატივების შესახებ ისაუბრა, რომელსაც პარლამენტს წარუდგენს. 

 

 

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი