ხელოვნება

ტონი ჯატის პირველი ქართული თარგმანი „რადარამისგან“

10 იანვარი, 2013 • 2163
ტონი ჯატის პირველი ქართული თარგმანი „რადარამისგან“

 

ტონი ჯატი
ტონი ჯატი

გამომცემლობა “რადარამის” მორიგი წიგნის პრეზენტაცია  9 დეკემბერს  ლიტერატურის მუზეუმში  შედგა. 

 

ქართველი  მკითხველის წინაშე ჯატი ვარშავის უნივერსიტეტის პოლიტიკური ფილოსოფიის მაგისტრმა, ლაშა ხარაზმა და რადიო “თავისუფლების”  ჟურნალისტმა სალომე ასათიანმა წარადგინეს.  სალომე ასათიანი აგრეთვე ავტორია რადარამის წიგნის წინასიტყვაობისა და ტონი ჯატის ქართული თარგმანისადმი მიძღვნილი ბლოგისა, სადაც წერს:  „ეს წიგნი ერთდროულადაა ომისშემდგომი დასავლეთის ისტორიაც და უკომპრომისო პოლემიკაც თანამედროვეობის პოლიტიკური კლიმატისა თუ სოციალური პრობლემების შესახებ“ … „მისი ტექსტები მოიცავს უმწვავეს პოლემიკას საერთაშორისო ურთიერთობების, ევროკავშირის, ისრაელის თუ აშშ-ის საგარეო პოლიტიკის შესახებ“. ასათიანისვე თქმით, ჯატის ტექსტი 1945 წლის შემდგომი ევროპის მთელ ისტორიას „სისადავის, ლაკონიურობის, სიღრმის და აზროვნების მასშტაბის უჩვეულო სინთეზით“ გადმოგვცემს.

გამომცემლობა “რადარამი”, დევიზით „ვიკითხოთ და ვიკამათოთ“, ქართულ ენაზე თარგმნის და გამოსცემს წიგნებს, რომლებიც უკანასკნელი წლებში მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში დაიბეჭდა და საერთაშორისო აღიარება მოიპოვა. „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ქართველ მკითხველს საშუალება ჰქონდეს საკუთარ ენაზე გაეცნოს წიგნებს, რომლებიც მთელი მსოფლიოსათვის აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ თუ ეკონომიკურ საკითხებს ეხება. ჩვენი მიზანია, ქართველ მკითხველს საშუალება მივცეთ ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს წიგნები და ჩაერთოს მსოფლიოში მიმდინარე დიალოგში“ – აცხადებს გამომცემლობა „რადარამი“.


“რადარამი” თვეში ერთხელ გამოსცემს ახალ წიგნს. ამ წიგნების, ისევე როგორც ტონი ჯატის ახალი თარგმანის შეძენა, თბილისისა და საქართველოს ნებისმიერი რეგიონის წიგნის მაღაზიებშია შესაძლებელი.


მასალების გადაბეჭდვის წესი