პარლამენტი კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის საქმიანობის შესწავლას იწყებს
პარლამენტი,პარლამენტის პლენარულ სხდომაზე დღეს, 7 მარტს, დეპუტატებმა პირველი მოსმენით 75 ხმით 1-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს საგამოძიებო კომისიის შექმნა, რომელმაც უნდა შეისწავლოს საქართველოს კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის საქმიანობა.
დეპუტატებს საგამოძიებო კომისიის შექმნის იდეა თავდაპირველად დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტში მას შემდეგ გაუჩნდათ, რაც მათ კომუნიკაციების სფეროში მოღვაწე სხვადასხვა კომპანიებმა მიმართეს დარღვევევების შესწავლის მოთხოვნით.
"საგამოძიებო კომისიამ უნდა შეისწავლოს მთლიანად ის ვითარება, რომელიც შეიქმნა ამ სფეროში, სადაც გადაწყვეტილებები მიიღებოდა კონკურენტულობის პრინციპის დარღვევით, იყო ინტერესთა კონფლიქტები და ა.შ. სხვადასხვა კომპანიები დავობენ, რომ მათი უფლებები მარეგულირებელმა კომისიამ შელახა, მათ შესაბამისი ფაქტებიც წარმოადგინეს", – განუცხადა "ნეტგაზეთს" დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის წევრმა, დეპუტატმა გია ჟორჟოლიანმა.

კომენტარი