ახალი ამბები

ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

9 ნოემბერი, 2012 • 1195
ივანიშვილი ნატოს გენერალურ მდივანს შეხვდება

ფანჯიკიძის თქმით, 12–14 ნოემბერს შედგება საქართველოს პრემიერ მინისტრის ბიძინა ივანიშვილის ვიზიტი ბრიუსელში, ვიზიტის ბოლო დღეს კი ის ანდერს ფოგ რასმუსენს შეხვდება.

ფანჯიკიძის განცხადებით, შეხვედრას დაესწრებიან: თავად მაია ფანჯიკიძე, თავდაცვის მინისტრი ირაკლი ალასანია, ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ალექსი პეტრიაშვილი.


მაია ფანჯიკიძეს კომენტარი არ გაუკეთებია ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით. მისი თქმით, ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება თავდაცვის სამინისტროს პრეროგატივაა.

 

საქართველოში დაგეგმილი ნატოს სამხედრო კომიტეტის ვიზიტის გადადებასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს ელჩმა ნატოში გეგა მგალობლიშვილმა ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის ეთერში გააკეთა.

მასალების გადაბეჭდვის წესი