ახალი ამბები

განათლების სამინისტრო სკოლაში 10– წლიანი სწავლის მოდელს განიხილავს

1 ნოემბერი, 2012 • 1574
განათლების სამინისტრო სკოლაში 10– წლიანი სწავლის მოდელს განიხილავს

ზურაბიშვილის განმარტებით, ის მოდელი, რომელსაც სამინისტრო ამ ეტაპზე ამუშავებს, სკოლაში 10– წლიან სწავლებას გულისხმობს, რის შემდეგაც მოსწავლე აიღებს ატესტატს და გადაწყვეტს, გააგრძელოს თუ არა სწავლის შემდეგი ეტაპი.

 

შემდეგი ეტაპი 2 სასწავლო მოსამზადებელ წელს მოიცავს და ის იქნება საჭირო უშუალოდ უმაღლეს სასწავლებელში ჩასაბარებლად.

 

“10 კლასის შემდეგ მოსწავლეს შეეძლება მუშაობა დაიწყოს, ან პროფესიულ სასწავლებელში განაგრძოს სწავლა,”- ამბობს მინისტრის მოადგილე. 

 

როდიდან დაინერგება ახალი მოდელი, ზურაბიშვილს ჯერჯერობით კონკრეტული პასუხი არ აქვს. 

 

გარდა ამისა, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო მომავალი წლიდან საატესტატო გამოცდების ახალ სისტემაზე გადავა, რომლის მიხედვით მოსწავლე გამოცდას საგანში მაშინ ჩააბარებს, როდესაც ამ კონკრეტულ საგანს დაასრულებს. ეს, ზურაბიშვილის განმარტებით, იმისთვის კეთდება, რომ ერთდროულად არ მოუწიოს მოსწავლეს 8 ან მეტი გამოცდის ჩაბარება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი