ახალი ამბები

სამინისტრო: გლდანის ციხეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო

5 ოქტომბერი, 2012 • • 1968
სამინისტრო: გლდანის ციხეში პატიმარმა თავი ჩამოიხრჩო

“ადმინისტრაციიდან მიღებული ინფორმაციით, 1970 წელს დაბადებული ბრალდებული ე.ნ.  ჩამომხრჩვალი იპოვეს დაწესებულების საპირფარეშოში.

 

ბრალდებული სამკურნალო დაწესებულების ფსიქიატრიულ განყოფილებაში მოათავსეს 2012 წლის 26 სექტემბერს.  ე.ნ. დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 141-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის გამო.

 

ბრალდებულის ოჯახის წევრებს დაწესებულების ადმინისტრაციის მეირ ეცნობათ აღნიშნული ფაქტის შესახებ. ამავდროულად, დაუყოვნებლივ მოხდა საგამოძიებო ორგანოების ინფორმირება და ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიება.

 

სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარი ფაქტის გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილი პატიმრის ოჯახს”,– ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი