ახალი ამბები

კახი კალაძის შტაბის უფროსი დააკავეს

26 სექტემბერი, 2012 • • 1124
კახი კალაძის შტაბის უფროსი დააკავეს

იგი ამ დაკავებას კოალიციის წინააღმდეგ მიმართულ ქმედებას და მათ დევნას უკავშირებს.  

“ეს არის დევნა, რომელსაც ახორციელებს შინაგან საქმეთა სამინისტრო “ქართული ოცნების” აქტივისტებსა და მხარდამჭერებზე. ბოლო 24 საათის განმავლობაში ეს უკვე მეოთხე დაკავებულია ჩვენს რიგებში”, – ამბობს ჩრდილელი.

მოგვიანებით შსს-მ გაავრცელა ინფორმაცია, რომელშიც ნათქვამია, რომ “თევზაძემ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა ჟურნალისტ ნანა ავალიშვილს. მოგვიანებით კი პოლიციის კანონიერ მოთხოვნას – გამოცხადებულიყო დაკითხვაზე არ დაემორჩილა, გაუწია წინააღმდეგობა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პოლიციის თანამშრომელს. თევზაძეს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით წაუყენეს.” 

გუშინ, 25 სექტემბერს ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდი მილიორმა ხელისუფლებას მოუწოდა, თავი შეიკავონ მსგავსი ქმედებების განხორცილებისგან წინასაარჩევნო პერიოდში.

“მოვუწოდებ ხელისუფლებას, თავი შეიკავოს მსგავსი ქმედებებისგან ამ მეტად მგრძნობიარე პერიოდში, ნებისმიერმა ქმედებამ, რომელმაც შეიძლება დისბალანსი გამოიწვიოს, იქნება სერიოზული შეშფოთების საგანი”, – ნათქვამია ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტის რიკარდი მილიორის განცხადებაში.   

კოალიციის განცხადებით, ბოლო სამი დღის განმავლობაში საქართველოს მასშტაბით 60-მდე აქტივისტი დააკავეს, უფრო მეტი კი სასტიკად არის ნაცემი.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი