ახალი ამბები

ივანიშვილი: სააკაშვილმა ოფიციალურად ჩართო მაშველი რაზმი

26 ივნისი, 2012 • • 1944
ივანიშვილი: სააკაშვილმა ოფიციალურად ჩართო მაშველი რაზმი

ივანიშვილის თქმით, მოსახლეობამ ამოიცნო ერთ–ერთი “ზონდერი” – გორის სამაშველო სამსახურის უფროსი.  

 

“ეს არის საკაშვილის იდეოლოგიაზე დაფუძნებული აღზრდა, რომელსაც მოსახლეობასთან ატარებს, რომ მათ შეუძლიათ ყვირილი და გინება. სააკაშვილმა ოფიციალურად ჩართო მაშველი რაზმი, ისინი ცდილობდნენ დარბევას და ცემა-ტყეპის გახურებას. პოლიციის თანამშრობლების ორგანიზებული იყო ეს ყველაფერი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

ბიძინა ივანიშვილი მოსახლეობასაც მიმართავს, რომ გაგებით მოეკიდნონ მომხდარს:

 

“ამგვარი ფაქტები კიდევ იქნება. ესაა სააკაშვილის ბოლო იარაღი და ჩვენ ამას მაქსიმალურად ვაშიშვლებთ. ამერიკაში, ევროპაში უკვე იცვლება პოზიციები, მათ უკვე დაიწყეს ახალი ტიპის სააკაშვილის ყურება. ამას სჭირდება დრო, რომ სააკაშვილს მიეცეს ის იარლიყი, რომ ის არის ავტროკრატი და დიქტატორობისკენ მსწრაფი ადამიანი.”.

 

“ქართული ოცნების” ლიდერის თქმით, აგონიაში მყოფი სააკაშვილი მხოლოდ ცემა–ტყეპაზეა გადასული და მოსახლეობის დაპირისპირებას ცდილობს.

 

“მოთმინებით დარჩენილი დრო უნდა ჩავიტანოთ ბოლომდე. არჩევნებით და არა ქუჩის აქციებით უნდა მოვახერხოთ და კანონიერი გზით მოვიცილოთ მოძალადე სააკაშვილი,” – განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

 

ბიძინა ივანიშვილი და ირაკლი ალასანია, მხარდამჭერებთან ერთად, სოფელ მერეთში დღეს მოსახლეობასთან შესახვედრად ჩავიდნენ. დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც ბიძინა ივანიშვილის მისამართით გაისმა შეძახილები – „რუსეთის აგენტო, წადი!”

 

დაპირისპირების დროს დაშავდა “ქართული ოცნების” აქტივისტი, რომელიც საავადმყოფოშია გადაყვანილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი