ტექნოლოგიები

Google Experience Center–ის მშენებლობა 120 მილიონი დოლარი დაჯდება

15 თებერვალი, 2012 • 1220
Google Experience Center–ის მშენებლობა 120 მილიონი დოლარი დაჯდება

კომპანია Google კალიფორნიაში ახალ სამშენებლო პროექტს იწყებს.

პროექტის ფარგლებში Google Experience Center–ის მშენებლობა იგეგმება. პროექტის განხორციელება, სავარაუდოდ, 120 მილიონი ამერიკული დოლარი დაჯდება.

Google Experience Center–ი პოტენციურ კლიენტებსა და VIP პარტნიორებზე იქნება გათვლილი, აქ მათ კომპანიის პროდუქტების დათვალიერების საშუალება ექნებათ. ცენტრი 120 000 კვადრატულ მეტრზე იქნება გაშენებული და იქ მოხვედრა ყველა ადამიანს არ შეეძლება.

“აქ მოხდება იდეების გაცვლა და მუშაობის ახალი გზების დანერგვაზე მსჯელობა”, – აცხადებენ კომპანიის წარმომადგენლები.

Google Experience Center–ს 900–მდე სტუმრის მიღებას შეძლებს და მოქნილი იქნება სხვადასხვა შეხვედრებისა თუ პრეზენტაციებისთვის.

ცენტრის მშენებლობაზე არქიტექტორი ენდრიუ ბარნეტი მუშაობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი