ახალი ამბები

ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს

13 თებერვალი, 2012 • • 1079
ისრაელის საელჩოს თანამშრომლის მანქანაში ასაფეთქებელი ნივთიერება იპოვეს

დღეს, 13 თებერვალს, საქართველოში ისრაელის საელჩოს თანამშრომლის, რომან ხაჩატურიანის პირად  ავტომობილში ქართველმა სამართალდამცავებმა ასაფეთქებელი ნიფთიერება იპოვეს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

საქართველოს მოქალაქე რომან ხაჩატურიანი თბილისში, ისრაელის საელჩოში, მძღოლად მუშაობს. შსს-ს ანალიტიკური დეპარტამენტის ხელმძღვანელმა შოთა უტიაშვილმა ”ნეტგაზეთს” განუცხადა, რომ ავტომობილში ბომბი თამარ მეფის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე, ისრაელის საელჩოსთან იპოვეს. უტიაშვილის თქმით, ხაჩატურიანმა საკუთარ ავტომობილში საეჭვო ნივთი შენიშნა, რაც სამართალდამცავებს დაუყოვნებლივ შეატყობინა. ფაქტზე დაწყბეულია სისხლის სამართლის გამოძიება.

ტელეკომპანია BBC-ის ცნობით, ისრაელის საელჩოს ავტომობილი დღეს ააფეთქეს ინდოეთში, ქალაქ დელიში. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიჭრა.

მასალების გადაბეჭდვის წესი