ახალი ამბები

გიორგი თარგამაძე: “მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადექვატური”

14 თებერვალი, 2012 • 972
გიორგი თარგამაძე: “მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადექვატური”

“ქრისტიან–დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი გიორგი თარგამაძე თურქულ–ქართულ მხარეებს შორის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლების გადასარჩენად მოლაპარაკებებში საქართველოს საპატრიარქოს ჩართვას ითხოვს.

“საქართველოს საპატრიარქო, რომელიც კონკროდატის შესაბამისად მეპატრონეა და პასუხისმგებელი ქვეყნის შიგნით და გარეთ დარჩენილი ეკლესია–მონასტრებისა, არ არის ჩართული მოლაპარაკებებში. გარკევული პერიოდულობიოთ მიწოდებული ინფორმაცია არ არის მონაწილეობა.

ამიტომ მოვითხოვთ, საპატრიაქრო ჩართული იყოს, მიეწოდოს სრული იფნორმაცია ყველა პირობაზე, ყველა საკითხზე და ქვეყანაში, საპატრიაქროსა და ეკლესიის ინტერსები იყოს დაცული,” – განაცხადა თარგამაძემ პლენალურ სხდომაზე და დასძინა, რომ “არც ერთ ჩვენს მორწმუნეს და არც მაჰმადიანს არ აქვს და არ ექნება პრობლემა აღმსარებლობის არც ერთ რაიონში, არის მოქმედი საკულტო ნაგებობი, სადაც დადიან ადამიანები და სრულდება იქ შესაბამისი პროცედურები. მაგრამ სანაცვლოდ რასაც ჩვენ ვიღებთ, პრობლემაა მაშინ, როცა ეკლესიის წარმომადგენლებს მეზობელი ქვეყნის ტერიტორიაზე გადასვლისას პრობლემები ექმნებათ. ამიტომ მოვუწოდებ ხელისუფლებას, იყოს ადექვატური.”

გამოსვლაში მან ასევე ხაზი გაუსვა თურქეთის როლსა და მხარდაჭერას, რომელსაც ეს ქვეყანა გამოხატავს საქართველოს მიმართ ევროატლანტიკურ სტრუქტურებში მისწრაფების კუთხით.

“პატივისცემა მინდა გამოვხატო თურქეთის მიმართ, რომ ეს ქვეყანა საქართველოს საერთაშორისო ორგანზიაციაში მხარს უჭერს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, და რადგან ჩვენ დაინტერესებული ვართ პარტნიორული და გულწრფელი უირთიერთობების ჩამოყალიბებისთვის, მაგრამ ჩემი კრიტიკა უკავშირდებ არა მათ, არამედ საქართველოს ხელისუფლების პოზიციას. ეს ქვეყანა არის ყველაზე დიდი სავაჭრო პარტნიორი ჩვენი ქვეყნის. თუ ვინემ იხეირა და დღესაც ხეირობს ამ ურთიერთობებით, არა მარტო ჩვენ, არამედ თურქეთსაც ბევრი სამადლობელო აქვს ჩვენ მიმართ,” – აღნიშნა თარგამაძემ.

მასალების გადაბეჭდვის წესი