კომენტარი

„სიტყვას გაძლევთ, გუდიაშვილის მოედანი არ გადაკეთდება“

20 დეკემბერი, 2011 • 4055
„სიტყვას გაძლევთ, გუდიაშვილის მოედანი არ გადაკეთდება“

“თბილისის ჰამქრის” ხელმძღვანელმა, ალექსანდრე ელისაშვილმა გუდიაშვილის მოედნის ახალი პროექტის შესახებ ნეტგაზეთთან კომენტარი გააკეთა:

„ამ ინფორმაციამ ყველანი სახტად დაგვტოვა. აღმოჩნდა, რომ ჩატარებულა საერთაშორისო არქიტექტურული კონკურსი ისე, რომ არცერთ ხელოვნებათმცოდნეს, ურბანისტსა და არქიტექტორს საქართველოში ამის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.

ორჯერ გვქონდა შეხვედრა თბილისის განვითარების ფონდთან მათსავე ოფისში. ჩვენგან იყო ერთადერთი თხოვნა, რომ ყველა ნაბიჯი ყოფილიყო გამჭვირვალე. ძალიან მტკიცე შეთანხმება შედგა. მათ მხოლოდ საჯარო ნაბიჯები უნდა გადაედგათ.

თუმცა, რამდენად გადასცეს ავსტრიულ კომპანიას, რა პირობებით, რა ვადით, კაციშვილმა არ ვიცით.

ახალი პროექტის ფოტოებში, რომელიც ვიხილეთ, გუდიაშვილის მოედანი ევროპული დონის მოედნად უნდა გადაკეთდეს. მტკიცე სიტყვას გაძლევთ, რომ ის არ გაკეთდება. დღეს იქ ისეთი შენობებია, ჰამქარი კი არა, საერთოდ უნდა წავიდე ამ ქვეყნიდან. ძალიან ბევრი ადამიანი რომ შეიკრიბება და უკან დაიხევენ.

ხელმოსაჭიდი ამ შემთხვევაში არის ის, რომ ავსტრიელები არიან. მათ იციან კულტურული მემკვიდრეობის ფასი და შეუძლიათ გაუწიონ ანგარიში საზოგადოებრივ აზრს“,–აცხადებს “თბილისის ჰამქრის” ხელმძღვანელი ალექსანდრე ელისაშვილი გუდიაშვილის მოედნის ახალი პროექტის შესახებ.

მასალების გადაბეჭდვის წესი