2012.08.07

ფანჯიკიძე: ხელისუფლებამ კოალიციის შემომწირველების დაპატიმრება დაიწყო

სამეგრელო–ზემო სვანეთი, არჩევნები 2012,

“ ხელისუფლებამ დაიწყო კოალიცია “ქართული ოცნების” იმ წევრების დაპატიმრება, რომლებმაც  შეიტანეს შემოწირულობები პარტიის ანგარიშებზე”, – განაცხადა დღეს, 7 აგვისტოს გამართულ ბრიფინგზე კოალიცია “ქართული ოცნების“ პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ.

მისივე თქმით,  ხელისუფლების მხრიდან მსგავსი მოქმედებები ემსახურება მხოლოდ ერთ რამეს, რომ ხელი შეეშალოს “ქართულ ოცნებას” წინასაარჩევნო კამპანიაში.

“კოალიცია “ქართული ოცნების” ფოთის რეგიონალური ხელმძღვანელი ჯემალ მიგინეიშვილი, რომელიც არის “მრეწველების” წევრი, ბორკილებით ჩამოიყვანეს თბილისში. მას ბრალად ედება ის, რომ შეიტანა 10 000 ლარი პარტიის ანგრიშზე.

 

იგი დააპატიმრეს და დღეს სასამართლოა. ასევე დღეს არის სასამართლო მრეწველების კიდევ ერთი წევრისა ვახტანგ მოლაძის, რომელმაც 1 000 ლარი შეიტანა პარტიის ანგარიშზე”, – განაცხადა პრესსპიკერმა ფანჯიკიძემ.