ეკონომიკა

ფრანგული კაპიტალი საქართველოში

7 ოქტომბერი, 2011 • 2213
ფრანგული კაპიტალი საქართველოში

სამხრეთ კავკასიაში საქართველო, ფრანგული კაპიტალის განთავსების თვალსაზრისით, სომხეთის და აზერბაიჯანის შემდეგ მესამე ადგილზეა. 2011 წლის მონაცემებით, ფრანგული კაპიტალის მოცულობამ სომხეთში 700 მილიონი დოლარი შეადგინა. საფრანგეთი სომხეთისთვის  რუსეთის შემდეგ რიგით მეორე ინვესტორია, თუმცა არ შედის ამ ქვეყნის სავაჭრო პარტნიორთა ათეულში. სომხეთში  ფრანგული ინვესტიციების სამიზნეა ღვინის ბიზნესი და  სოფლის მეურნეობის სექტორი.  ფრანგულ ბაზარზე წარმოდგენილია ცნობილი  კომპანიები– ”ორანჯე” და ”ალკატელი”.  საფრანგეთი სომხეთში შესაძლოა ახალი ატომური ელექტროსადგურის მშენებლობაშიც ჩაერთოს.

აზერბაიჯანში, 2011 წლის მონაცემებით, ამ ქვეყნის ეკონომიკაში ფრანგული ინვესტიციების მოცულობამ  26,22 მილიონი მანათი შედგინა, რაც  მთლიანი ინვესტიციების 1,7 პროცენტია. ფრანგებს აზერბაიჯანში ძირითადად ტელეკომუნიკაციების სფერო აინტერესებთ.

საფრანგეთი საქართველოს არც სანვესტიცო და და არც სავაჭრო პარტნიორთა ათეულში არ შედის. სტატისტიკის თანახმად, 2011 წელს ფრანგული კაპიტალის მოცულობამ ქვეყანაში 8 მილიონი დოლარი შეადგინა, ხოლო 2 მილიონი დოლარის რაოდენობის ფრანგული ინვესტიცია ქვეყნიდან გავიდა.

თბილისში 2008 წელს დაარსდა საქართველო-საფრანგეთის ბიზნეს-საბჭო.  რომლის მიზანია ქვეყნებს შორის ეკონომიკური თანამშრომლობის გაღრმავება და ინვესტიციების მოზიდვა. ფრანგული ბიზნესდელეგაციები თბილისს ხშირად სტუმრობენ, თუმცა სოლიდური ინვესტიციები ბოლო წლებში არ განხორციელებულა.

დღეს გახდა ცნობილი, რომ ფრანგები მესტიის რაიონში სამთო-სათხილამურო ინფრასტრუქტურის განვითარებისათვის 18 მილიონ ევროს დახარჯავენ. ფინანსურ პროტოკოლს ხელი დღეს საქართველოს ფინანასთა მინისტრმა დიმიტრი გვინდაძემ და საქართველოში საფრანგეთის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა ერიკ ფურნიემ მოაწერეს.

საქართველოში ფრანგული ინვესტიციების შემოსვლა ძირითადად 2001 წლიდან იწყება. ინვესტირების კუთხით ყველაზე უხვი 2004 წელი იყო. ფრანგებმა საქართველოში 22,85 მილიონი აშშ დოლარის ინვესტიცია განახორციელეს, ყველა მწირი ინვესტიციების განთავსების კუთხით 2008 წელი იყო. როცა ინვესტიციის მოცულობა 520 ათს აშშ დოლარს გაუტოლდა.

საქართველოს საბანკო სექტორში ცნობილი ფრანგული ჯგუფი ” სოციეტე ჯენერალი” 2006 წელს შემოვიდა და ბანკი ”რესპუბლიკას” საკონტროლო პაკეტს ფლობს. ქვეყნის ბაზარზე საპოხი ზეთების იმპორტს ახორციელებს ფრანგული კომპანია ”ტოტალი”.

თბილისის შემოვლითი გზის პროექტირებაში ფრანგულმა კომპანია ”Apur” -მა მიიღო მონაწილეობა.  ფრანგული ”Systra” კი თბილისის მერიასთან დადაებული ხელშეკრულების საფუძველზე დედაქალაქში ტრამვაის შემოიყვანს. საუბარია ასევე სადაზღვევო ბაზარზე ფრანგული ”COFACE”- ს  და საავიაციო ტექნიკის მწარმოებელი  კომპანიის ”ART” -ის შემოსვლაზე.

საქართველოში ფრანგული კაპიტალის სამიზნეა საბანკო სფერო  და ინფრასტრუქტურის სექტორი.

მასალების გადაბეჭდვის წესი