ახალი ამბები

ბრიტანეთში ყველაზე საშიშ ძებნილთაგან ერთი ქართველია

4 ოქტომბერი, 2011 • • 2628
ბრიტანეთში ყველაზე საშიშ ძებნილთაგან ერთი ქართველია

ტატო კაკაურიძე
ტატო კაკაურიძე

ბრიტანეთის პოლიცია 14 ყველაზე საშიშ დამნაშავეს ეძებს, რომელთა შორის საქართველოს მოქალაქე ტატო კაკაურიძეც არის. მას სკოტლანდ იარდი დანით ჩადენილი მკვლელობის გამო ეძებს.

ძებნილი კაკაურიძის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ, ჯერჯერობით, მეტი არაფერია ცნობილი. ბრიტანელმა პოლიციელებმა ზუსტად იციან, რომ მან მკვლელობა დანით ჩაიდინა და საქართველოს მოქალაქეა. სამართალდამცავები ვარაუდობენ, რომ კაკაურიძე თავს ქალაქ ლიდსს, ან მის შემოგარენს აფარებს.

სკოტლანდ იარდმა უკვე მიმართა ბრიტანეთის მოსახლეობას და დახმარება სთხოვა საშიში დამნაშავეების დაჭერის საქმეში. ოპერაცია Sunfire-ს მიზანია, რომ დაიჭირონ მკვლელობაში, გაუპატიურებაში, ყაჩაღობასა და სხვა საშიშ დანაშაულებებში ეჭვმიტანილი პირები. თოთხმეტივე ძებნილი სხვადასხვა ქვეყნის მოქალაქეა და მათ დიდი ბრიტანეთიდან გაძევებამდე გასამართლება ელოდებათ.

ბრიტანეთის პოლიცია მოსახლეობას სთხოვს, დაუყოვნებლივ აცნობონ ნებისმიერი ინფორმაცია სამართალდამცავებს, რაც აღნიშნული 14 ძებნილის დაკავებაში დაეხმარებათ. პოლიცია ნებისმიერ ინფორმატორს სრულ ანონიმურობას ჰპირდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი