დეპუტატი ლორთქიფანიძე მმკ-ის მოთხოვნებს შეუერთდა
რელიგია,საქართველოს საპატრიარქოს წინ შეკრებილი "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენლების მოთხოვნას ბიომეტრული პასპორტების ალტერნატიული დოკუმენტების ჩანაცვლების შესახებ საპარლამენტო ოპოზიციის ფრაქცია "ერთობა სამართლიანობისთვის" წარმომადგენელი დიმიტრი ლორთქიფანიძე შეუერთდა.
"არ შეიძლება, რომ ელექტრონული პირადობის მოწმობები იყოს უალტერნატივო. თუკი საბერძნეთში, რუსეთში, უკრაინაში და ბევრ მართლმადიდებლურ ქვეყანაში ხალხმა მიაღწია იმას, რომ შემოიღეს ალტერნატიული პასპორტები, რატომ არ უნდა მივაღწიოთ საქართველოში?! რელიგიურ საკითხს თავი რომ დავანებოთ, ეს ბარათები არის უფრო ძვირი, ვიდრე დევნილის დახმარება, ამიტომ მე ვფქირობ, რომ ჩიპიზირებული ბარათების თავს მოხვევა ადამიანებზე არის ძალადობა სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა დიმიტრი ლორთქიფანიძემ.
ამ წუთებში საქართველოს საპატრიარქოში წმინდა სინოდის სხდომა მიმდინარეობს, ხოლო საპატრიარქოს შენობის წინ შეკრებილნი არიან "მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის" წარმომადგენლები, რომლებიც სინოდისგან მოითხოვენ ბიომეტრული პასპორტების საკითხის განხილვას.

კომენტარი