2012.07.04

კუბლაშვილი: უტიაშვილს მალე დააწინაურებენ

შოთა უტიაშვილს, სავარაუდოდ, მალე დააწინაურებენ, ამის შესახებ დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ პავლე კუბლაშვილმა განაცხადა:

“მე ვფიქრობ, რომ, ბუნებრივია, ისეთი ცვლილების შემდეგ, როგორიც ახალი პრემიერ მინისტრია, სხვა თანამდებობებზეც შეიძლება გარკვეული დაწინაურებები იყოს, მათ შორის შოთა უტიაშვილთან მიმართებაშიც. ეს დაწინაურება მალე გახდება ცნობილი”, – განაცხადა კუბლაშვილმა.

შოთა უტიაშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის ყოფილი ხელმძღვანელია.