2012.06.19

ბერამ პოლონელი მოდელები ჩამოიყვანა

ბერა ივანიშვილის "Georgian Dream Studio"-მ საქართველოში პოლონელი მოდელები ჩამოიყვანა, რომლებიც გასართობ სატელევიზიო პროექტებში მიიღებენ მონაწილეობას. 

როგორც ბერა ივანიშვილის პრესსამსახურის წარმომადგენელმა ქეთი მგელაძემ ”ნეტგაზეთთან” საუბარში განაცხადა, პოლონელი მოდელები ტელეკომპანია ”მეცხრე არხისათვის” გათვალისწინებულ გასართობ პროექტში მონაწილეობენ.  

ბერა ივანიშვილის სტუდია დამოუკიდებელ პროდუქციას ქმნის, რომელიც ტელეკომპანია ”მეცხრე არხის” ეთერში გავა.

Georgian Dream Studio განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მას შემდეგ მოექცა, რაც "რუსთავი 2"-ის გასართობი გადაცემის,  ”კომედი შოუს” მსახიოებებმა - ამიკო ჩოხარაძემ, ლევან გოგორელიანმა (ფაქო) და თემო მჟავიამ "რუსთავი 2" დატოვეს და სამუშაოდ Georgian Dream Studio-ში გადავიდნენ.  

თუ რა ტიპის პრექტებში მიიღებენ მონაწილეობას პოლონელი მოდელები, ჯერჯერობით კომერციული საიდუმლოა, თუმცა ცნობილია, რომ მოდლები საქართველოში კიდევ 3 თვეს დარჩებიან.