სააკაშვილი კლინტონს: “ძველი ქართველები გარეგნობით თქვენნაირები იყვნენ”
მიხეილ სააკაშვილი, აჭარა,“ძველი ქართველები გარეგნობით თქვენნაირები იყვნენ. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩემნაირები გახდნენ. მაგრამ გვინდა თქვენნაირები ვიყოთ”, – განუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს ქედაში ღვინის მარანის დათვალიერებისას.
დღის ბოლოს, ერთობლივი შეხვედრების დასრულების შემდეგ სახელმწიფო მდივნის ჰილარი კლინტონისთვის ოფიციალური სადილი ქედაში, "ღვინის სახლში” გაიმართა.
სახელმწიფო მდივანს საქართველოს პრეზიდენტმა უმასპინძლა.
მიხეილ სააკაშვილმა ჰილარი კლინტონს პირადად დაათვალიერებინა ქართული საწნახელი და ღვინის მარანი.
“ეს 600 წლის საწნახელია. სწორედ აქ წურავდნენ ყურძენს, შემდეგ კი თიხის ჭურჭელში ასხამდნენ. მონაკოს პრინცთან ერთად დავწურეთ ღვინო შარშან. კარგი გამოვიდა”, – უთხრა პრეზიდენტმა სახელმწიფო მდივანს. სახელმწიფო მდივანმა წითელი ღვინოც დააგემოვნა და ძალიან მოიწონა.
ასევე აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა იმ შენობების ფოტოგამოფენაც დაათვალიერა, რომლებიც აჭარაში უნდა აშენდეს.

კომენტარი