არასამთავრობო ორგანიზაცია "კონსტიტუციის 42-ე მუხლი" უზენაეს სასამართლოში შესატანად სარჩელს ამზადებს, რომლის შესაბამისად, კიბოთი დაავადებული პაციენტის უფლება დაირღვა, როდესაც მას ტკვილის გაყუჩების უფლება არ მიეცა.
მუსლიმური თემის მხარდასაჭერად მეიდანზე აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა მსვლელობა თბილისის ჯუმა მეჩეთისკენ მოაწყვეს, სადაც მსვლელობა დასრულდა.
ევროკავშირის მიერ მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში "საქართველოს უსინათლოთა კავშირი" ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების დასაცავად აქციებს მართავს. "შშმ პირები ადამიანის უფლებების დაცვის პროცესში" - ასე ჰქვია აქციას, რომელიც რამდენიმე ქალაქში უკვე გაიმართა.
„ზღვაზე ბანაობა უსაფრთხოა“ - ამბობს აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამმართველოს ხელმძღვანელი და ამის დასტურად ლაბორატორიული დასკვნა მოჰყავს, რომლის მიხედვითაც ზღვის წყალი სარეკრეაციო ზონებში დაბინძურებული არ არის.
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებით. რატომ თხოვდებიან გოგონები ადრეულ ასაკში და ახერხებენ თუ არა ოჯახის შექმნის შემდეგ განათლების მიღებას? სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით მხოლოდ ორ წელიწადში საქართველოს სკოლებში სწავლა 7367-მა გოგონამ შეწყვიტა.
სრულად კომენტარი
საქართველოს აცრების ეროვნულ კალენდარს სულ ცოტა ხნის წინ- მიმდინარე წლის მარტში- ახალი, როტავირუსის საწინააღმდეგო აცრა დაემატა. როტავირუსის გავრცელებისა და მისი პრევენციის შესახებ თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკის ექიმ-რეანიმატოლოგი თინათინ ქორიძე საუბრობს.
გარემოს დაცვის სამინისტროს ცნობით, მწერები, რომლებიც მიმდინარე წლის მაისის დასაწყისში ქალაქ თბილისის გარშემო სახელმწიფო ტყის ფონდის ტერიტორიაზე (მცხეთა, ლისი, თეთრიწყარო და ა.შ) გავრცელდნენ, სპეციალისტებმა შეისწავლეს.
ისურვებდით თუ არა ჰომოსექსუალ მეზობელს? – World Values Survey–ის კვლევის მიხედვით, ამ კითხვას საქართველოში გამოკითხული ადამიანების 92,6 პროცენტი უარყოფითად პასუხობს.
რუსეთის მხრიდან ე.წ. ადმინისტრაციული საზღვრის რამდნიმე ასეული მეტრით გადმოწევასთან დაკავშირებთ, ყოფილი რუსეთის საელჩოს შენობის წინ აქცია გაიმართა.
საქართველოს დამოუკიდებლობის დღე აშშ-ში საზეიმო ღონისძიებებით აღინიშნა:
კომენტარი
მიმართვა პრეზიდენტს, პრემიერს, პატრიარქს...
ნესტან თათარაშვილიხატიაშვილი: პროკურატურა გადასულია ადვოკატების დევნაზე
ნეტგაზეთი .პარლამენტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებზე
ნეტგაზეთი .