ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, საქართველო აღმოსავლეთ ევროპაში მეორე ადგილზეა მოლდავეთის შემდეგ გოგონების ადრეულ ასაკში ქორწინებით. რატომ თხოვდებიან გოგონები ადრეულ ასაკში და ახერხებენ თუ არა ოჯახის შექმნის შემდეგ განათლების მიღებას? სახალხო დამცველის ანგარიშის მიხედვით მხოლოდ ორ წელიწადში საქართველოს სკოლებში სწავლა 7367-მა გოგონამ შეწყვიტა.
სრულად კომენტარი
რა კეთდება იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც გარკვეული მიზეზების გამო ეროვნული სასწავლო გეგმებით გათვალისწინებულ სტანდარტებს ვერ ძლევენ.
ერთიანი ეროვნული გამოცდები 27 ივნისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდით დაიწყება. გამოცდების განრიგი მაისის ბოლოს გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. მაისის ბოლოდან დაიწყება საგამოცდო ბარათების დარიგებაც.
როგორ იღებენ პატიმარი არასრულწლოვნები ზოგად განათლებას და რა ხდება მაშინ, როდესაც ისინი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებენ.
ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - ბოლო წლებში აბიტურიენტები ამ საგნების მიმართ ყველაზე ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. ამაზე საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან მიღებული კურსდამთავრებულთა სტატისტიკაც მეტყველებს. მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვა სპეციალობებთან ერთად ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე სწავლა უფასო გახადა, თუმცა არსებობს რამდენიმეწლიანი წყვეტა, რომელმაც, პირველ რიგში, პრობლემა სკოლებს შეუქმნა. სკოლებში ამბობენ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვალიფიციური კადრები სჭირდებათ, თუმცა პოვნა უჭირთ.
სასკოლო სახელმძღვანელოების გამომცემლობებსა და ავტორებს ხუთთვიანი მოლაპარაკების შემდეგ განათლების მინისტრმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს უპასუხა, როდესაც განაცხადა, რომ მოსწავლეები სახელმძღვანელოებს, რომელსაც სახელმწიფო დაბეჭდავს, უფასოდ მიიღებენ.
საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით, 2011 წლიდან საქართველოს სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყო. ეს სიახლე მასწავლებელთა და განათლების ექსპერტთა ერთ ნაწილს მოსწონს, მეორე ნაწილს კი - არა, თუმცა ყველა მხარე თანხმდება, რომ პირველკლასელებს წერა-კითხვის სწავლა ინგლისურად უჭირთ.
დაახლოებით საათნახევრიანი თათბირის შემდეგ ავტორიზაციის საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ აგრარულ უნივერსიტეტს ავტორიზაცია აღუდგეს.
რამდენიმეწუთიანი შესვენება გამოაცხადა საგანმანათლებლო დაწესებულებების ავტორიზაციის საბჭომ იმისთვის, რომ აგრარული უნივერსიტეტის ავტორიზაციის საკითხზე საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ მოითათბიროს.
კომენტარი
პარლამენტის დასკვნის პროექტი 17 მაისის მოვლენებზე
ნეტგაზეთი ."ბესელიას განცხადება აშკარას ხდის თეოკრატიის რეალურ საფრთხეს"
ნეტგაზეთიგანათლების სამინისტროს დეკლარაცია უნივერსიტეტების აკადემიური თავისუფლების შესახებ
ნეტგაზეთი