ახალი ამბები

ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში 3 რეისი ვერ შესრულდა

30 მარტი, 2014 • • 1041
ძლიერი ქარის გამო თბილისის აეროპორტში 3 რეისი ვერ შესრულდა

აეროპორტის საინფორმაციო სამსახურის თანამშრომელმა ემა პოღოსოვამ “ნეტგაზეთან” საუბრისას აღნიშნა, რომ  სტამბოლიდან დაგეგმილი ორი რეისი  არ შედგა. აქედან ერთ– ერთი რეისი საერთოდ გაუქმდა, ხოლო მეორე რეისი დღეს საღამოს შესრულდება. 

 

“პეგასუსის თვითმფრინავი სტამბოლიდან უნდა ჩამოფრენილიყო 03:25 საათზე და 04:40 საათზე უნდა გაფრენილიყო, რეისი არ გაუქმებულა და თბილისის აეროპორტში იქნებიან დღეს 18:30 საათზე და 19:45 საათზე გაფრინდება კვლავ სტამბოლის მიმართულებით. თურქეთის ავიახაზების თვითმფრინავი უნდა ჩამოფრენილიყო სტამბოლიდან 03:20 საათძე და უნდა გაფრენილიყო, 05:15 საათზე, მაგრამ ეს რეისი საერთოდ გაუქმდა. ყაზახეთიდან უნდა ჩამოფრენიყო თვითმფრინავი, რომელიც გამოფრინდა, მაგრამ უკან გაბრუნდა. ეს რეისიც გაუქმებულია”.– განაცხადა ემა პოღოსოვამ 

 

მისივე ინფორმაციით, გაუქმებული რეისების მგზავრები სხვადასხვა რეისებზე გადანაწილდებიან.

 

“დილით გაფრინდა ერთი რეისი სტამბოლის მიმართულებით, 11 საათზე, ნახევარი აღნიშნულ რეისზე გადაანაწილეს, მეორე ნახევარი საღამოს გაფრინდება. ყაზახეთის რეისთან დაკავშირებით კონკრეტული ინფორმაცია არ გვაქვს, მაგრამ მანდაც იქნება, სავარაუდოდ, გადანაწილება- ან შემდეგ რეისზე დასვამენ, ან დამატებითი რეისი განხორციელდება”. 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი