ახალი ამბები

ღარიბაშვილი: სააკაშვილი თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება

22 მარტი, 2014 • • 1699
ღარიბაშვილი: სააკაშვილი თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება

ამის შესახებ ირაკლი ღარიბაშვილმა გაზეთ “კვირის პალიტრასთან” მიცემული ინტერვიუს დროს განაცხადა, რომელსაც “ინტერპრესნიუსი” ავრცელებს. 

 

“თუ არ ჩამოვიდა, მასზე კანონის შესაბამისად ძებნა გამოცხადდება. ის დღეს არის ჩვეულებრივი მოქალაქე. პროკურატურას აქვს მასთან ძალიან მძიმე საქმეებზე კითხვები. კეთილი ინებოს, ჩამობრძანდეს და გასცეს პასუხი. ეს არის ჩემი ძალიან მარტივი პასუხი. მიხეილ სააკაშვილი ვალდებულია, გამოძიებასთან ითანამშრომლოს და ყველა კითხვას, თუნდაც მისთვის უხერხულს, ამომწურავი პასუხი გასცეს, თუნდაც გაფანტოს ეჭვები, დაეხმაროს გამოძიებას, სწორად წარმართოს აღნიშნული პროცესი. თუ მას აქვს შენარჩუნებული გარკვეული გონიერება, უნდა ჩამოვიდეს. ის უბრალოდ ვალდებულია ჩამოვიდეს, ვინაიდან ამ ქვეყნის პრეზიდენტი იყო 9 წლის განმავლობაში და ამ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერ არჩეულ მთავრობას, პროკურატურას ვგულისხმობ, აქვს კითხვები. მეორე საკითხია, ჩამოვა თუ არ ჩამოვა, მაგრამ, ჩემი აზრით, უნდა ჩამოვიდეს, თუ ჯერ კიდევ აქვს საღი აზრი შენარჩუნებული.”.– ამბობს ღარიბაშვილი.

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან ინტერვიუს სრული ვერსია გაზეთ “კვირის პალიტრის” ორშაბათის, 24 მარტის ნომერში გამოქვეყნდება.

მასალების გადაბეჭდვის წესი