ახალი ამბები

ფანჯიკიძე: აშშ და საქართველო ბირთვული უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად თანამშრომლობენ

10 მარტი, 2014 • • 1033
ფანჯიკიძე: აშშ და საქართველო ბირთვული უსაფრთხოებისთვის ინტენსიურად თანამშრომლობენ

“ამერიკის პრეზიდენტი გამოთქვამს სურვილს, რომ შეხვდეს საქართველოს პრემიერს. ეს არის ახალი ეტაპის დასაწყისი შეერთებული შტატებისა და საქართველოს ურთიერთობებში. ეს არის გამოწვეული იმითი, რომ საქართველოში არის ახალი მთავრობა, რომლის ხელწერა არის გამოკვეთილი. თუნდაც ის ფაქტი, რომ ორი თვის მანძილზე ორი შეხვედრა იქნება ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტსა და საქართველოს პრემიერს შორის, სწორედ ამაზე მოწმობს, ჩვენი ურთიერთობა არის ძალიან ინტენსიური, ძალიან ღრმა და მას აქვს ძალიან დიდი პოტენციალი”,- ამბობს მაია ფანჯიკიძე.

 

მინისტრის თქმით, ჰააგაში ბირთვული უსაფრთხოების ფორუმი ბარაკ ობამას ინიციატივით იმართება და სწორედ მისგან მიიღო პრემიერმინისტრმა ამ ფორუმზე მიწვევა. საგარეო საქმეთა მინისტრი აღნიშნავს, რომ საქართველოს და აშშ-ს ბირთვული უსაფრთხოების მიმართულებით ინტენსიური თანამშრომლობა აქვს. 

 

“განხორციელებულია რამდენიმე პროგრამა და სწორედ ამ პროგრამების წყალობით არის საქართველო ამ საკითხში, რაც შეეხება ბირთვულ უსაფრთხოებას. ამიტომ მონაწილეობა ფორუმში არის ძალიან მნიშვნელოვანი და გადაწყვეტილი. პრემიერი გაემგზავრება ორ მინისტრთან ერთად”,- განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.

 

მაია ფანჯიკიძის თქმით, პრემიერმინისტრთან ერთად ფორუმზე გაემგზავრებიან გარემოს დაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრები. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ 50-ზე მეტი ქვეყნის მთავრობები, რომლებთანაც საქართველოს დელეგაციას ორმხრივი შეხვედრები ექნება. 

მასალების გადაბეჭდვის წესი