ახალი ამბები

სახალხო დამცველი გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

7 მარტი, 2014 • • 994
სახალხო დამცველი გეგუთის ციხეში პატიმრის გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება

ომბუდსმენის განცხადებაში ნათქვამია, რომ სახალხო დამცველი სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს მოუწოდებს, გაატაროს ყველა შესაძლო პრევენციული ღონისძიება გეგუთის #14 დაწესებულებაში პატიმართა პირადი უსაფრთხოების დასაცავად და მსგავსი ტრაგიკული შემთხვევების თავიდან ასაცილებლად.

 

“ბოლო ერთი წლის განმავლობაში გეგუთის #14 დაწესებულებაში უკვე მეორედ დაფიქსირდა ფიზიკური ძალადობის გამო მსჯავრდებულის გარდაცვალების ფაქტი, რაც ამ დაწესებულებაში მოთავსებული პატიმრების პირად უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებს. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გაცრცელდა ინფორმაცია, რომ 2014 წლის 4 მარტს, დაახლოებით ღამის 02:30 საათზე, გეგუთის #14 დაწესებულებაში, ექვსადგილიან საკანში, სადაც ხუთი მსჯავრდებული იმყოფებოდა, პატიმრებს შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ერთ-ერთი მსჯავრდებულის გარდაცვალებით დასრულდა. აღნიშნულ ფაქტს ადგილზე სწავლობენ სახალხო დამცველის წარმომადგენლები,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი