ახალი ამბები

ქალი პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს

6 მარტი, 2014 • • 904
ქალი პატიმრების მდგომარეობის გაუმჯობესებაზე საკანონმდებლო წინადადებას პარლამენტში მხარი არ დაუჭირეს

აღნიშნული საკანონმდებლო წინადადება “პატიმრობის კოდექსში“ და “სახელმწიფო პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანას ითვალისწინებს.

 

“ჩვენი საკანონმდებლო წინადადება შეეხებოდა სამ საკითხს. ერთი ეს არის, მსჯავრდებული და ბრალდებული ქალების სატელეფონო საუბრებთან დაკავშირებით ნაწილობრივ სახელმწიფო ვალდებულების აღება, მეორე საკითხი იყო მსჯავრდებული და ბრალდებული ქალების და მათი შვილების კონტაქტის გაძლიერება, ხოლო მესამე საკითხი იყო პენსიის და შემწეობების პატიმრობაში ყოფნის პერიოდში შენარჩუნება. განიხილეს, საკმაოდ სენსიტიური დამოკიდებულება ჰქონდათ, მაგრამ მხარი არ დაუჭირეს ამ ეტაპისთვის,” – ამბობს პროექტის – პატიმარი ქალების უფლებები: ადვოკატირება და საკანონმდებლო ცვლილებების კოორდინატორი – ნინო ლორთქიფანიძე.

 

კომიტეტის თავმჯდომარე ეკა ბესელია აცხადებს, რომ საკანონმდებლო წინადადება ძალიან საინტერესოა, თუმცა ბიუჯეტთან დაკავშირებით ცვლილებებისთვის მთავრობის თანხმობაა საჭირო:

 

“ფინანსურ გაანგარიშებებზე იყო საუბარი და საჭიროა მთავრობის თანხმობა. არ გვქონდა ეს, ამიტომ რეკომენდაცია ექნება კომიტეტს, რომ პატიმრობის კოდექსის განხილვის დროს ჩვენ ამ უფლებების მაღალ სტანდარტზე ვიფიქროთ და მომავალი წლისთვის ბიუჯეტმა შეიძლება გაითვალისწინსო იგივე პატიმრობაში მყოფი პენსიონერი პირებისთვის პენსიის მიღების საკითხი. ეს რეკომენდაცია გვექნება”, – განაცხადა ბესელიამ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი