ახალი ამბები

ომბუდსმენი სერგეენკოს ჩვილ ბავშვთა სახლში მდგომარეობაზე რეკომენდაციით მიმართავს

4 მარტი, 2014 • • 1137
ომბუდსმენი სერგეენკოს ჩვილ ბავშვთა სახლში მდგომარეობაზე რეკომენდაციით მიმართავს

 

როგორც ომბუდსმენი აცხადებს, მიმდინარე წლის თებერვლის თვეში საქართველოს სახალხო დამცველის რწმუნებულები იმყოფებოდნენ თბილისის ჩვილ ბავშთა სახლში, სადაც 0-დან 6 წლამდე ასაკის 55 ბავშვი ცხოვრობს, აქედან 54 ბავშვი შეზღუდული შესაძლებლობის მქონეა. 

 

“ვიზიტის დროს გამოვლინდა სხვადასხვა სახის პრობლემა, კერძოდ, დაწესებულების პროფილი და არსებული მომსახურება არ აკმაყოფილებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა განსაკუთრებულ საჭიროებებს: ბავშვები არ არიან ჩართული სკოლამდელ განათლებაში; ბენეფიციარებისთვის არ ხორციელდება აბილიტაცია/რეაბილიტაციის სერვისი, დაწესებულებას არ ჰყავს ადეკვატური სამედიცინო პერსონალი პალიატიური მზრუნველობის განსახორციელებლად,”- წერია ომბუდსმენის განცხადებაში.

მასალების გადაბეჭდვის წესი