ახალი ამბები

უკრაინული “მემარჯვენე სექტორის” ლიდერის, იაროშის წინააღმდგ რუსეთში საქმე აღიძრა

3 მარტი, 2014 • • 1010
უკრაინული “მემარჯვენე სექტორის” ლიდერის, იაროშის წინააღმდგ რუსეთში საქმე აღიძრა

 

აღნიშნული ინფორმაციით, იაროშს ბრალი ედება ტერორიზმისაკენ საჯარო მოწოდება.

 

“რუსეთის საგამოძიებო კომიტეტი ფიქრობს, რომ იაროში “საჯაროდ მოუწოდებს ანტირუსულ ძალებს და ექსტრემისტებს ტერორისტული ქმედებების განხორციელებისაკენ რუსეთის ტერიტორიაზე”, – წერს “დოჟდი” საკუთარ ვებგვერდზე და დასძენს, რომ შესაძლოა რუსეთმა იაროშის წინააღმდეგ საერთაშორისო ძებნა გამოაცხადოს.

 

დიმიტრი იაროში სწორედ ის აქტივისტია, რომლის სახელითაც ერთ–ერთ სოციალურ ქსელში დოკუ უმაროვისადმი მიმართვა გამოქვეყნდა, სადაც იგი უმაროვს უკრაინის მხარდაჭერისა და რუსეთის წინააღმდეგ აქტიურობისაკენ მოუწოდებდა, თუმცა მოგვაინებით “მემარჯვენე სექტორის” წარმომადგენელმა განაცხადა, რომ იაროშს ასეთი მიმართვა არ გაუვრცლებია და მას სოციალური ქსელი გაუტეხეს.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი