ახალი ამბები

საგარეო უწყება: მზად ვართ, მეგობარ უკრაინასთან კვლავ გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა

24 თებერვალი, 2014 • • 859
საგარეო უწყება: მზად ვართ, მეგობარ უკრაინასთან კვლავ გავაგრძელოთ მჭიდრო თანამშრომლობა

საგარეო უწყება გამოთქვამს იმედს, რომ “ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის პრინციპის და კანონის უზენაესობის გათვალისწინებით, უკრაინელი ხალხის მტკიცე ნებითა და ურყევი ძალისხმევით, ასევე, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური მხარდაჭერით, დაიძლევა პოლიტიკური კრიზისი; უკრაინელი ხალხის ლეგიტიმური დემოკრატიული და ევროპული მისწრაფებების კვალდაკვალ განხორციელდება შესაბამისი ყველა ქმედითი რეფორმა, და უკრაინა ღირსეულ ადგილს დაიმკვიდრებს დიდ ევროპულ ოჯახში”. 

 

“საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო კიდევ ერთხელ გამოხატავს სოლიდარობას უკრაინელი ხალხის მიმართ და სამძიმარსა და თანადგომას უცხადებს დაღუპულებისა და დაშავებულთა ოჯახებს.

 

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადასტურებს მზადყოფნას, ტრადიციულ მეგობარ ქვეყანასთან, უკრაინასთან, კვლავ გააგრძელოს წარმატებული მჭიდრო პარტნიორული თანამშრომლობა როგორც ორმხრივ, ასევე მრავალმხრივ ფორმატებში, მათ შორის, ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობის” ინიციატივის ფარგლებში”, – ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი