ახალი ამბები

“ქართული ოცნების” პარტიულ და კოალიციურ პოლიტსაბჭოზე თვითმართველობის არჩევნებს განიხილავენ

15 თებერვალი, 2014 • • 965
“ქართული ოცნების”  პარტიულ და კოალიციურ პოლიტსაბჭოზე თვითმართველობის არჩევნებს განიხილავენ

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის პრესსამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სხდომის ფარგლებში პოლიტსაბჭოს წევრებმა მოახლოებულ ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნები და მასთან დაკავშირებულ საკითხები განიხილეს. მათ შორის, განიხილეს საარჩევნო კოდექსი და საარჩევნო სისტემის სიახლეები.


პარტიული პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კოალიციური პოლიტსაბჭო შეიკრიბება, რომელიც 6 საათზე უნდა დაიწყოს. 


“კოალიციური პოლიტსაბჭო 6 საათზე შეიკრიბება, მანამდე იქნება პარტია “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს” პოლიტსაბჭო, ვიმსჯელებთ მოახლოვებულ თვითმართველობის არჩევნებზე, სავარაუდოდ მომავლი შტაბის დაკომპლექტებაზე. ჯერჯერობით ცნობილი არ არის ვინ იქნება შტაბის ხელმძღვანელი. ჯერ პარტიულ რეჟიმში, ხოლო შემდეგ კოალიციურ რეჟიმში შევთანხმდებით ამ საკითხზე, ერიანად გავდივართ, მოგეხსენებათ, კოალიციურ რეჟმში  ადგილობრივი თვითმართველობის არჩევნებზე და უახლოეს პერიოდში შტაბი დაიწყებს ფუნქციონირებას”.- განაცხადა პოლიტსაბჭოს დაწყებამდე უშიშროების საბჭოს მდივანმა. 

 

პოლიტსაბჭოს სხდომას ვიცეპრემიერი კახა კალაძე, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური, საპარლამენტო უმრავლესობის წევრი მანანა კობახიძე და პარტიის სხვა წევრები დაესწრნენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი