ახალი ამბები

წულუკიანი: მართლაც, სანდრო გვირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით

14 თებერვალი, 2014 • • 1101
წულუკიანი: მართლაც, სანდრო გვირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით

“ნეტგაზეთის” კითხვას, მიზანშეწონილად მიიჩნევს თუ არა წულუკიანი ყოფილი მთავარი პროკურორის მხრიდან ამ საკითხზე მსგავსი განცხადებების გაკეთებას იმ ფონზე, როდესაც გამოძიება ჯერ კიდევ გრძელდება, წულუკიანმა უპასუხა, რომ გამოძიების პროცესს ვერავინ დააზიანებს:

 

“გამოძიების პროცესს ვერავინ ვერ დააზიანებს და არ უნდა აზიანებდეს საკუთარი განცხადებით. გამოძიება რაზე მუშაობს და რა მასალები აქვს, ეს იცის საქართველოს მთავარმა პროკურატურამ, რომელიც იმ სიფრთხილის ფარგლებში, რაც მას ევალება, საჭირო შემთხვევაში გააკეთებს განცხადებას ამ თემაზე,” – აღნიშნა იუსტიციის მინისტრმა. 

 

შეკითხვას, რას იტყოდა კბილაშვილის განცხადების შინაარსზე, წულუკიანმა უპასუხა:

 

“მე ერთადერთი რამ შემიძლია ვთქვა. ის, რაც წერია სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებაში. ეს გახლავთ ინგლისურ ენაზე შედგენილი დოკუმენტი, იმ მასალების საფუძველზე, რაც თავის დროზე ჯერ კიდევ ჩემი იქ მუშაობის პერიოდში საქართველოს მთავრობამ წარმოადგინა. სტრასბურგის ამ გადაწყვეტილებაში წერია, რომ მართლაც, სანდრო გვირგვლიანი დაღუპულია ასფიქსიით და ასფიქსია გამოწვეულია ექსპერტიზის დასკვნის თანახმად იმით, რომ  მას ყელზე აღენიშნებოდა ჭრილობა და სისხლი მოხვდა სასუნთქ გზებში, რამაც გამოიწვია ასფიქსია. ეს არის მოცემულობა. თუ რა კვალიფიკაციას მისცემს მას აჟამად მიმდინარე გამოძიება…. მე ვისურვებდი, რომ ვაცალოთ გამომძიებლებს და შესაბამის პროკურორებს სამუშაოს ბოლომდე მიყვანა”,- განაცხადა წულუკიანმა. 

მასალების გადაბეჭდვის წესი