ახალი ამბები

ნარკოდანაშაულისთვის ხუთჯერ ნასამართლევი ქალი დააკავეს

21 ნოემბერი, 2013 • • 1369
ნარკოდანაშაულისთვის ხუთჯერ ნასამართლევი ქალი დააკავეს

შსს-ს ცნობით, სამართალდამცველებმა ქეთევან ჯ. გარდაბნის რაიონის სოფელ ვახტანგისში იმ დროს დააკავეს, როდესაც მან საქართველო–აზერბაიჯანის სახელმწიფო საზღვარი გადმოკვეთა და საქართველოს ტერიტორიაზე ნარკოტიკული საშუალება შემოიტანა.

 

შსს-ს ინფორმაციით, ქეთევან ჯ-ს პირადი ჩხრეკისას სამართალდამცველებმა 37 შეკვრად დაფასებული ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. ექსპერტიზის დასკვნით, ამოღებულია ჰეროინის შემცველი 20,0797 გრ ნარკოტიკი.

 

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა შენახვისა და საქართველოს ტერიტორიაზე უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს (სსსკ-ის 260 მუხლის 1-ლი ნაწილით და 262 მუხლის 1-ლი ნაწილით).

მასალების გადაბეჭდვის წესი