ახალი ამბები

შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება

9 ნოემბერი, 2013 • • 2959
შინაგან საქმეთა მინისტრი ალექსანდრე ჭიკაიძე იქნება

” პირველ რიგში მინდა ვთქვა ის, რომ ლექსო გაიზარდა ღირსეული პოლიციელის ოჯახში. მას ძალიან კარგი მამა ყავდა. ის იყო ღირსეული პოლიციელი. ლექსომ რამდენიმე წლის წინ ჩვენს სამინისტროში დაიწყო მუშოაბა. მან პრაქტიკულად ყველა ეტაპი გაიარა და ძალიან წარმატებულად გაიარა. ის იყო დამწყები ოპერატიული თანამშრომელი. შემდეგ გამომძიებელი დეტექტივი, შემდეგ გახდა თბილისში ერთ–ერთი პოლიციის განყოფილების უფროსი. ბოლოს მე დავნიშნე კახეთის სამხარეო პოლიციის უფროსად, სადაც ბრწყინვალედ გაართვა თავი დაკისრებულ მოვალეობას. მე მინდა გავიხსენო ის კომენტარები, რომლებსაც ჩემი თანამშრომლები აკეთებდნენ ლექსოსთან დაკავშირებით, რომ მან საათივით ააწყო და გამართა სისტემა, ჯერ კახეთის სამმართველოში და შემდეგ უკვე გადმოვიყვანეთ თბილისში. გაზაფხულზე ძალიან მძიმე მდგომარეობაში ჩაიბარა თბილისის სამმართველო და სულ რაღაც რამდენიმე თვეში, ასევე, საათივით ააწყო და გამართა. მას ჰყავს ძალიან კარგი გუნდი, თავისი თანამებრძოლები, რომლებიც არიან ძალიან წარმატებული პოლიციელები. რაც მთავარია, ლექსომ აჩვენა, რომ მას შეუძლია მართვა. თბილისი არის ყველაზე რთული ქალაქი საქართველოში. ასე რომ, მე სრულ ნდობას ვუცხადებ ბატონ ალექსანდრეს. დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ეფექტური მინისტრი იქნება”.– განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

 

თავად მომავალმა შინაგან საქმეთა მინისტრმა კი მოქმედ შს მინისტრს გამოცხადებული ნდობისთვის მადლობა გადაუხადა და მოკლე კომენტარით შემოიფარგლა:

 

“ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ბატონი ირაკლის დაწყებული საქმე ღირსეულად გავაგრძელო”. 

 

შეგახსენებთ, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის შეცვლის საკითხი მას შემდეგ დადგა, რაც მოქმედმა პრემიერ-მინისტრმა, ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ შემცვლელად მოქმედი შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი წარადგინა. პრეზიდენტის ინაუგურაციის შემდეგ პარლამენტი ღარიბაშვილს ოფიციალურად წარადგენს პრემიერის თანამდებობაზე და მას პრეზიდენტი დაამტკიცებს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი