ახალი ამბები

ფანჯიკიძე: არ გავწევრიანდებით არსად, თუ ეს ხელს შეგვიშლის ევროპულ ინტეგრაციაში

21 სექტემბერი, 2013 • 1207
ფანჯიკიძე: არ გავწევრიანდებით არსად, თუ ეს ხელს შეგვიშლის ევროპულ ინტეგრაციაში

მაია ფანჯიკიძე
მაია ფანჯიკიძე

“თუკი ევრაზიულ კავშირში გაერთიანება ხელს შეუშლის ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას, მაშინ მასზე მსჯელობა არ არის და არც იქნება. ვაკვირდებით და ვსწავლობთო, აი, ეს თქვა პრემიერმა, მას ყველა აკვირდება, ამერიკაც აკვირდება, ევროპაც აკვირდება. მე კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი საგარეო პოლიტიკის ქვაკუთხედი არის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია და ჩვენ არ გავწევრიანდებით არსად, რაც ხელს შეუშლის ამ ორ კავშირში, ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანებას”, – განაცხადა ფანჯიკიძემ

მასალების გადაბეჭდვის წესი