ახალი ამბები

ნოდარ ხადური: მომავალ წელი ინვესტიციების მხრივ რეკორდული იქნება

4 დეკემბერი, 2012 • 930
ნოდარ ხადური: მომავალ წელი ინვესტიციების მხრივ რეკორდული იქნება

საქართველოს ფინანსთა მინისტრის, ნოდარ ხადურის განცხადებით, მთავრობას აქვს სერიოზული გარანტიები იმისა, რომ მომავალი წელი შემოსული ინვესტიციების კუთხით რეკორდული იქნება. 

 

ამის შესახებ ნოდარ ხადურმა საზოგადოებრივ მაუწყებელზე, გადაცემა “აქცენტებში” ისაუბრა.

 

“ინვესტიციებზე სერიოზულური განაცხადები უკვე შემოდის. პროცესები დაწყებულია. მიმდინარეობს მოლაპარკაებები ინვესტორებთან. ხვალაც ვხვდები სამინისტროში ერთ-ერთ ინვესტორს, რომელიც საქართველოში არის დაბადებული, თუმცა საზღვარგარეთ ცხოვრობს. მას გაუჩნდა იმის იმედი, რომ მისი ქონება აქ დაცული იქნება. ის ინვესტიციებს განსაკუთრებით აჭარაში ჩადებს,”- განაცხადა ხადურმა.

 

მინისტრის განმარტებით, ინვესტიციებისთვის ძალიან მნიშნველოვანია კონკურენტული გარემოს ფაქტორი და ასეთი გარემო ქვეყანაში იქნება.

 

ნოდარ ხადურმა გადაცემაში ეკონომიკურ ზრდაზეც ისაუბრა და თქვა, რომ 2013 წლის განმავლობაში ქვეყნის ეკონომიკური ზრდა 7%-ზე მეტი იქნება. 

 

რაც შეეხება საქართველოს რუსულ ბაზარზე დაბრუნების საკითხს, მინისტრმა აღნიშნა, რომ ამ მხრივ სამინისტრო უკვე მუშაობს. 

მასალების გადაბეჭდვის წესი