ახალი ამბები

პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

4 თებერვალი, 2012 • 1384
პუტინის მომხრეებისა და მოწინააღმდეგეების აქციები მოსკოვში

დღეს, 4 თებერვალს, მოსკოვში ერთმანეთის პარალელურად ორი საპროტესტო აქცია გაიმართა: ოპოზიციის აქციაზე, სახელწოდებით “სამართლიანი არჩევნებისთვის”, რუსული მედიის ცნობით, 100 ათასამდე ადამიანი შეიკრიბა, თუმცა რუსეთის შსს–ს ინფორმაციით, ამ აქციაზე 23.5 ათასი ადამიანი მივიდა, პუტინის მხარდასაჭერად კი, ასევე, რუსეთის შსს–ს ცნობით, 140 ათასი ადამიანი გამოვიდა.

“ჩვენ ის მოგვწონს!”, “ჩვენ რუსეთისკენ ვართ!” – ამ შინაარსის პლაკატებით გამოვიდნენ აქციაზე პუტინის მხარდამჭერები. მათი აქცია ამ დროისთვის დასრულებულია.

ცოტა ხნის წინ ოპოზიციის მიტინგზე შეკრებილებმა ჰაერში თეთრი ბუშტები გაუშვეს, წარწერებით – “რუსეთი პუტინის გარეშე”.

რუსეთში საპროტესტო აქციების სერია გასული წლის დეკემბერში ჩატარებული დუმის არჩევნების შემდეგ დაიწყო. ოპოზიცია და სამოქალაქო აქტივისტები მიიჩნევენ, რომ მმართვლემა პარტიამ აღნიშნულ არჩევნებში გაყალბების გზით გაიმარჯვა.
რუსეთში საპრეზიდენტო არჩევნები, რომელშიც მოქმედი პრემიერ–მინისტრი ვლადიმერ პუტინი მიიღებს მონაწილეობას, 4 მარტს გაიმართება.

მასალების გადაბეჭდვის წესი