2012.07.25

აბიტურიენტების 9.44 %-მა გამოცდა უცხო ენაში ვერ ჩააბარა

განათლება,

ერთიან ეროვნულ გამოცდებში უცხო ენებში მინიმალური კომპეტენციის ზღვარი  ვერ გადალახა აბიტურიენტთა 9.56%–მა.

ინფორმაციას გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს, რომელმაც  2012 წლის გამოცდების სტატისტიკური ანალიზი გამოაქვეყნა.



აბიტურიენტების 90.56% აგრძელებს კონკურსში მონაწილეობას.
აბიტურიენტების 7.07%-მა მიიღო 91-100 ქულა ინგლისური ენის I ვარიანტში, 7.59 %-მა – მეორეში   და  5.44 % -მა– III  ვარიანტში.


გერმანულ ენაში ყველაზე მაღალი, 91-100 ქულა აბიტურიენტების მხოლოდ 3.98 %-მა მიიღო, ფრანგულში –2.26%–მა, ხოლო რუსულში –10.52%-მა.


აბიტურიენტების რაოდენობა, რომლებმაც უცხო ენაში გამოცდა ჩააბარეს, რაოდენობრივად ასე განაწილდა:
6084 - ინგლისური ენა, I ვარიანტი
8813 - ინგლისური ენა, II ვარიანტი
8849 - ინგლისური ენა, III ვარიანტი
2641 - გერმანული
664 - ფრანგული
5438 - რუსული

600