ხელოვნება

რუსთაველის თეატრის მმართველად ნუგზარ წიკლაური არ ინიშნება

11 ოქტომბერი, 2011 • 1334
რუსთაველის თეატრის მმართველად ნუგზარ წიკლაური არ ინიშნება

“რუსთაველის თეატრის მმართველად საქართველოს პარლამენტის წევრს ვინმე წიკლაურს ნიშნავენ” – ეს ტექსტი ცოტა ხნის წინ რეჟისორმა რობერტ სტურუამ საკუთარ Facebook გვერდზე გაავრცელა.
რუსთაველის თეატრის პრეს–სამსახური ამ ინფორმაციას არ ადასტურებს: “ნუგზარ წიკლაურის კანდიდატურა თეატრის მმართველის თანამდებოობაზე წარდგენილი არ არის და მსგავსი საკითხი არც კი განიხილება” – განაცხადეს პრეს–სამსახურში.
ამჟამად რუსთაველის თეატრის მმართველის თანამდებობა ზაალ ჩიქობავას უჭირავს.

მასალების გადაბეჭდვის წესი