ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სპეციალური წარმომადგენელი სამხრეთ კავკასიაში ჟოაო სუარესი განცხადებას ავრცელებს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ბიძინა ივანიშვილი არ ფიქრობს, რომ 17 მაისის კონტრაქციით საპატრიარქო მის ხელისუფლებას დაუპირისპირდა, მაშინ, როცა რამდენიმე დღით ადრე პრემიერმა განცხადება გააკეთა სექსუალური უმცირესობების უფლებების დაცვის აუცილებლობასთან დაკავშირებით.
საქართველოს პრეზიდენტი ეხმაურება ყოფილი პრემიერის ვანო მერაბიშვილისა და კახეთის გუბერანტორის ზურაბ ჭიაბერაშვილის დაკავებას და მიიჩნევს, რომ ეს რუსეთის ინტერესებში შედის.
ხელისუფლება ნარკოდამოკიდებული პირებისთვის სასჯელაღსრულების სისტემაში ახალი დაწესებულების შექმნას აპირებს, პარალელურად იგეგმება ნარკოპოლიტიკის ლიბერალიზაცია. აღნიშნულ საკითხებზე „ნეტგაზეთი“ სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრის მოადგილეს, არჩილ თალაკვაძეს ესაუბრა.
საქართველოში ევროკავშირის სახელმწიფოთა წარმომადგენლობების ხელმძღვანელებთან შეთანხმებით ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში აკეთებს შემდეგ განცხადებას:
"სატრანზიტო დერეფნის განვითარება არის საქართველოს სტრატეგიული ინტერესი გლობალურ ეკონომიკაში", - ეს განცხადება საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს სასტუმრო "თბილისი მერიოტში" გააკეთა, სადაც კონფერენცია მიმდინარეობს თემაზე - "აზიისა და ევროპის დაკავშირება: რეგიონალური ეკონომიკური ინტეგრაცია სამხრეთ კავკასიასა და აზიაში."
“ჩვენ ტერიტორიები არ გვაქვს დაკარგული მანამ, სანამ საერთაშორისო თანამეგობრობა ამას არ აღიარებს, პირიქით, აღიარებს, რომ ისინი ოკუპირებულია. ოკუპაციას მოჰყვება დეოკუპაცია და ჩვენ აუცილებლად დავიბრუნებთ კონტროლს ჩვენს ტერიტორიებზე“, – ამ განცხადებას ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფი საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ვიდეომიმართვის მეშვეობით აკეთებს.
სრულად კომენტარი
ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულების შესახებ მოლაპარაკებებში ერთ-ერთი საკითხი საქართველოს ენერგოსისტემის ევროკავშირის კანონმდებლობასთან მიახლოებაა.
"შერატონ მეტეხი პალასში" ელექტროენერგიით ტრანსსასაზღვრო ვაჭრობის საკითხებისადმი მიძღვნილი კონფერენცია გაიხსნა. კონფერენციაზე განხილული იქნება საქართველოს ჰიდროენერგეტიკაში ინვესტიციების ხელშეწყობის პროექტები.
საპარლამენტო უმცირესობის წევრი გივი თარგამაძე რუსეთის ფედერაციის ხელისუფლების, კერძოდ, საგამოძიებო ორგანოების წინააღმდეგ ევროსასამართლოში ჩივილს არ გამორიცხავს.
კომენტარი
მერმე და მერმე მშუიდობით ტოლერანტობაზე
კახაბერ კურტანიძეშიში, რომელიც აერთიანებს
ნანა ბუხსიანიძერელიგიური ფანატიზმის და ობსკურანტიზმის ლეგიტიმაცია და ზეიმი საქართველოში
გივი ლომიძე