საზოგადოებრივი მაუწყებლის საინფორმაციო სამსახურის უფროსი სოფო მოსიძე არხის გენერალურმა დირექტორმა, გიორგი ბარათაშვილმა დღეს, 7 მაისს ოფიციალურად წარადგინა.
"მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე ჩავთვალე, რომ საზოგადოებისთვის უნდა წარმედგინა საინფორმაციო სამსახურის ხელმძღვანელი სოფო მოსიძე, რომლის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი არის ის, რომ ის არ ასოცირდება არც ერთ პოლიტიკურ ძალასთან. ის არის პროფესიონალი, აქვს გამოვლილი პრაქტიკულად ყველა საფეხური ჟურნალისტიკაში. მას აქვს მედიამენეჯმენტის გამოცდილება, ჰქონდა თავისი ჟურნალი,"- განაცხადა ბარათაშვილმა.
თავად სოფო მოსიძის განცხადებით, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად დიდი დრო დაჭირდა.
"ჩემთვის ძალიან საპასუხისმგებლო მისიას ვიწყებ. ძალიან ბევრი დრო დამჭირდა იმისთვის, რომ მიმეღო საბოლოო გადაწყვეტილება. რამდენიმე მიზეზი იყო, რის გამოც ამ თანამდებობას დავთანხმდი. პირველი - მივიღე გარანტიები იმისა, რომ სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევა არ მოხდება საზოგადოებრივი მაუწყებლის ხელმძღვანელობის მხრიდან. მეორე- მე ძალიან დიდი ხანი ვმუშაობდი "ნიუსებში", ვიცი "ნიუსის" მუშაობის სპეციფიკა, და კიდევ ბევრი სხვა ფაქტორი იყო, რის გამოც დავთანხმდი,"
მოსიძის განმარტებით, მენეჯმენტის მიზანია "მოამბე" იყოს ერთ-ერთი...
საქართველოში მოქმედმა ქრისტიანულმა კონფესიებმა, მართლმადიდებლური ეკლესიის გარდა, წითელი პარასკევი ერთობლივად აღნიშნეს. მორწმუნეებმა თბილისის ქუჩებში სამსჭვალიანი ჯვრით მსვლელობა მოაწყვეს.
ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია - ბოლო წლებში აბიტურიენტები ამ საგნების მიმართ ყველაზე ნაკლებ ინტერესს იჩენდნენ. ამაზე საქართველოს სამი უნივერსიტეტიდან მიღებული კურსდამთავრებულთა სტატისტიკაც მეტყველებს. მიმდინარე წელს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ სხვა სპეციალობებთან ერთად ბიოლოგია, ქიმია, ფიზიკა პრიორიტეტად გამოაცხადა და მასზე სწავლა უფასო გახადა, თუმცა არსებობს რამდენიმეწლიანი წყვეტა, რომელმაც, პირველ რიგში, პრობლემა სკოლებს შეუქმნა. სკოლებში ამბობენ, რომ საბუნებისმეტყველო მეცნიერებების კვალიფიციური კადრები სჭირდებათ, თუმცა პოვნა უჭირთ.
“თითქოს ცუნამიმ გადამიარა, როდესაც გავიგე, რომ ჩემი ოთხი წლის შვილს დიუშენის კუნთოვანი დისტროფია აქვს, ნერვულ-კუნთოვანი დაავადება, რომლისთვისაც დამახასიათებელია სწრაფად პროგრესირებადი სისუსტე და ატროფია,”- ამბობს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ მომზადებულ სტატიაში ბეატრის დე მონლო.
26 აპრილს მსოფლიოში ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო დღე აღინიშნება, რომელიც WIPO-ს (მსოფლიო ინტელექტუალური უფლებების ორგანიზაციის) მიერ 1970 წელს დაარსდა. ამ თარიღის აღნიშვნის მიზანია ხელი შეეწყოს დისკუსიას ინტელექტუალური საკუთრების მნიშვნელობაზე, როგორც ინოვაციისა და შემოქმედების ხელშეწყობისთვის აუცილებელ ფაქტორზე.
სრულად კომენტარი
მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის ექსპერტ კეიჯი ფუკუდას განცხადებით, ჩინეთში ცოტა ხნის წინ დაფიქსირებული ფრინველის ახალი ვირუსის, H7N9-ის შედეგად უკვე 22 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას “როიტერი” ავრცელებს .
ციხისძირელებმა დღეს საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი 14 აპრილის ღამით მომხდარი ინციდენტის მონაწილე სამხედრო მოსამსახურის - ონისე ხუბულავას დაკავებას მოითხოვენ, ხოლო ინციდენტში მონაწილე დანარჩენი ორი პირის გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას აპროტესტებდნენ.
ბოლო სამი თვის სტატისტიკის თანახმად, საქართველოში დედათა და ბავშვთა სიკვდილობის შემთხვევებმა 1/3 -ით გადააჭარბა აქამდე არსებულ მონაცემს.
განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა, გიორგი მარგველაშვილმა დღეს, 24 აპრილს, ბრიფინგის დროს ევროპის საგანმანათლებლო გამომცემელთა ჯგუფის მიმართვაზეც გააკეთა კომენტარი.
წმინდა სინოდის 23 აპრილის განჩინება საქართველოს საპატრიარქომ ოფიციალურად გამოაქვეყნა
კომენტარი
ელ-მთავრობის შესახებ
უკან – შიშია !
თამარ კორძაია: "ეს ცვლილებები სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისთვის"