2013.05.24

დედაენის ბაღთან მიმდინარე ორი აქცია დასრულდა

 (photo: ) დედაენის ბაღთან შეკრებილმა კონტრაქციის მოაწილეებმა დაშლა დაიწყეს. აქციის მონაწილეების განცხადებით, დედაენის ბაღთან არც პროვოკაცია და არც ინციდენტი არ მომხდარა. 

სრულად კომენტარი
2013.05.24

კონტრაქციაში რამდენიმე სასულიერო პირი მონაწილეობს

 (photo: ) კონტრაქციის მონაწილეებმა, რომლის ორგანიზატორია "ეროვნული ფრონტი" რამდენიმე წუთის წინ სცადეს დედაენის ბაღში ისევ შესვლა, თუმცა მათ პოლიციამ ისევ არ მისცა ამის საშუალება.

სრულად კომენტარი
2013.05.24

შეხვედრა შსს-ში 17 მაისის შემდეგ ძალადობის ფაქტებზე

ჰომოფობიასთან ბრძოლის დღე თბილისში 2012 წელს (photo: ) დღეს, 24 მაისს, საქართელოს სახალხო დამცველის რწმუნებულები, არასამთავრობო ორგანიზაციებთან - „იდენტობა“, „ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი“, „საქართელოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ - ერთად, სამუშაო ფორმატში შეხვდნენ შსს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორს, დავით ცინარიძეს.

სრულად კომენტარი
2013.05.24

კონტრმომიტინგეებმა პოლიციის ჩარევის შემდეგ აქციის ადგილი შეიცვალეს

 (photo: ) დედაენის ბაღის ტერიტორიაზე, სადაც რამდენიმე წუთში უნდა დაიწყოს აქცია - "არა თეოკრატიას!" შს მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი პირადად მივიდა, ხოლო მანამდე პოლიციის თანამშრომლებმა კონტრაქციის მონაწილეებს ტერიტორიაზე შესვლის უფლება არ მისცეს და შესაბამისად, მათ შეკრების ადგილის შეცვლა მოუხდათ.

სრულად კომენტარი
2013.05.24

ნავთობისა და გაზის კორპორაციის ყოფილი გენერალური დირექტორი დაკავებულია

დაკავება (photo: ) საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით თანხების მითვისების ბრალდებით, მცხეთის მუნიციპალიტეტის ყოფილი გამგებელი ვახტანგ ყიფშიძე და სააქციო საზოგადოება „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ ყოფილი გენერალური დირექტორი ზურაბ ჯანჯღავა დააკავეს.

სრულად კომენტარი
2013.05.24

პროკურატურის განცხადება მერაბიშვილისა და ჭიაბერაშვილის საქმეზე

საქართველოს მთავარი პროკურატურა პასუხობს ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატების განცხადებას, რომლის მიხედვითაც მათი დაცვის ქვეშ მყოფებს ბრალდება არაუფლებამოსილმა პირებმა წარუდგინეს. პროკურატურის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:

სრულად კომენტარი
2013.05.24

მერაბიშვილის და ჭიაბერაშვილის ადვოკატმა სასამართლოს გადაწყვეტილება გაასაჩივრა

ზურაბ ჭიაბერაშვილი და ვანო მერაბიშვილი (photo: ) ვანო მერაბიშვილისა და ზურაბ ჭიაბერაშვილის ადვოკატმა გიორგი გელხაურმა ქუთაისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება სააპელაციო წესით გაასაჩივრა. 

სრულად კომენტარი
2013.05.24

შსს-მ 17 მაისის ინციდენტთან დაკავშირებით ბრალი კიდევ 2 პიროვნებას წაუყენა

 (photo: ) შსს-ს თბილისის მთავარი სამმართველოს ძველი თბილისის სამმართველოს მე-VII განყოფილების თანამშრომლებმა შეკრების ან მანიფესტაციის უფლების ხელყოფის ფაქტზე 17 მაისს ვაჩნაძის ქუჩაზე მომხდარი ინციდენტის მონაწილე ორ პირს: 1991 წელს დაბადებულ ბექა ს-ს და 1982 წელს დაბადებულ ტიტალ დ-ს ბრალი წაუყენეს, - აღნიშნულ ინფორმაციას შსს ავრცელებს. 

სრულად კომენტარი
2013.05.24

პროკურატურამ ბრალდებული მღვდლებისთვის აღკვეთის ღონისძიება შეიძლება არ გამოიყენოს

აქციის მონაწილე მღვდლები (photo: ) საქართველოს პროკურატურამ სასულიერო პირებზე, რომლებიც 17 მაისის საქმეზე არიან ბრალდებულები, შესაძლოა, საერთოდ არ მოითხოვოს აღკვეთის ღონისძიების გამოყენება და ასეთ შემთხვევაში, უცნობია, როდის მოუწევთ ბრალდებულებს მართლმსაჯულების წინაშე წარდგენა.

სრულად კომენტარი
2013.05.24

ქვემო ქართლის მუფტი: მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მოგვცეს

მუსლიმები ლოცვაზე (photo: ) მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენელი და ქვემო ქართლის რეგიონის მუფტი, ჯემალ ადაძე, ნეტგაზეთთან საუბარში აცხადებს, რომ დედოფლისწყაროს რაიონის, სოფელ სამთაწყაროში, ადგილობრივ მუსლიმებს ლოცვის საშუალება არ მიეცათ. 

სრულად კომენტარი